28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 19:13-ზე, მთვარე თევზებშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.

ვერძი

დღეს შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენ გარშემო არსებულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე, იგრძნოთ ადამიანების განწყობა. წარსული მოვლენის გამო ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები წარმოიქმნება და მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა.

კურო

ეცადეთ, კოლეგებთან არ იჩხუბოთ, მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. ახლა ცვლილებების დრო არ არის. ნუ აიღებთ ახალ საქმეს, ზედმეტ ვალდებულებას. უმჯობესია, დღე მშვიდად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ტყუპი

მზად იყავით ფინანსური ან მატერიალური საკითხების განსახილველად, დაკვირვებით მოსაგვარებლად. შეეცადეთ იყოთ უფრო ნაზი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. შეიძინეთ თქვენთვის რაიმე გემრიელი განწყობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი

რთული ან უსიამოვნო საკითხების განხილვას დღეს ვერ მოერიდებით, ამიტომ ეცადეთ გონივრულად იმოქმედოთ გირჩევთ, არ გადადოთ საუბარი ოჯახის წევრებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატებთან. სტრესისგან ჰობი გაგათავისუფლებთ.

ლომი

თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველა მივლინება და მოლაპარაკება. ხელსაყრელია მუშაობა მარტოობასა და სიჩუმეში. უმჯობესია შეამციროთ თქვენი აქტივობა და მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც გარშემო ხდება. საღამოს შეეცადეთ შინ დაისვენოთ.

ქალწული

კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაგიჭირდებათ. თუ შესაძლებელია, გადაანაწილეთ ისინი სხვა დღეს. მოერიდეთ უსიამოვნებას პირად ურთიერთობაში. საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან საუბარი შესაძლოა ჩხუბში გადაიზარდოს. შეეცადეთ ნაკლები ისაუბროთ.

სასწორი

მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი კოლეგები ან ბიზნესპარტნიორები დაიწყებენ თქვენი მუშაობის კრიტიკას და უკმაყოფილების გამოხატვას. უმჯობესია გადადოთ მოლაპარაკებები ან შეხვედრები, გადადოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა. შესაძლოა, წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც დღეს გემართებათ.

მორიელი

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ საკუთარ თავზე და სურვილებზე. კვლევით სფეროში მომუშავეებს მეტი დაკვირვება გმართებთ. ზოგიერთი მოულოდნელად მიიღებთ ფულს.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული დღეა. გირჩევეთ, განდევნოთ პირქუში ფიქრები და შვიდ გარემოში იმუშაოთ. თუ უსიამოვნო საუბარი გელით, იყავით დიპლომატიური და მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. არ გირჩევთ სტრესის მოიხსნას ალკოჰოლით ან ტკბილეულით.

თხის რქა

დღეს ძალიან პირდაპირ გამოხატავთ თქვენს აზრებს და ხშირად აკრიტიკებთ სხვებს. ამ მიზეზით, უმჯობესია გადადოთ მოლაპარაკებები და გააუქმოთ შეხვედრები. საღამოს ემოციური ფონი შემცირდება და კომუნიკაცია გაგიადვილდებათ.

მერწყული

დღის უმეტეს ნაწილს სიმშვიდე და განმარტოება მოგინდებათ. არ შეხვდეთ საქმიან პარტნიორებს და არ აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.

თევზები

პირად პრობლემებსა თუ უსიამოვნებებს უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ ძლიერი, გააზრებული და დიპლომატიური იქნებით. მეოცნებეობა და შინაგანი ჰარმონია დაგეხმარებათ რთულ მომენტებში. კარგი იდეაა უსიამოვნო საკითხებისა და საუბრების სხვა დროისთვის გადატანა.