კურო
კარგი დღეა იდეებისა და ფანტაზიების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ ახალ იდეებზე მუშაობას. შეადგინეთ სამომავლო გეგმები. დღეს საკუთარ თავში შეიძლება ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.
ტყუპი
ყურადღება მიაქციეთ ახალ ამბებს. დღეს შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდეს და არ გამოგეპაროთ. შესაძლოა, გარემოცვაში მიიღოთ ბრძნული რჩევა.
კირჩხიბი
შეიძლება ითქვას, რომ სიურპრიზების დღე გაქვთ. თავად კი სრულად შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას. შესაძლებელია, ზოგიერთებმა თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვან. ნუ შეუშინდებით სიახლეებს. წარმატება და დაფასება გელით.
ლომი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე, ახალი იდეების განსახილველად და საჭირო ადამიანებთან შესახვედრად. ეცადეთ, გარშემო გამოცდილი და კრეატიული ადამიანები შემოიკრიბოთ.
ქალწული
გარშემო მყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. დღეს ყველაფერი დამოუკიდებლად, უნდა შეასრულოთ. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს. თქვენი შესაძლებლობების ადამიანს არაფერი გაუჭირდება.
სასწორი
საქმიანი მგზავრობის დროს თავში უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ. ეცადეთ, ყველაფერი ჩაინიშნოთ, რათა მოგვიანებით მათი განხორციელება შეძლოთ.
მორიელი
სურვილი – ყველას უხელმძღვანელოთ, გასცეთ განკარგულებები და ყველას საქმეში "ცხვირი ჩაყოთ" დღეს სიკეთეს არ მოგიტანთ. უფრო მეტიც, შეიძლება საბოლოოდ გაგიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, რეპუტაცია არ შეილახოთ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვა საქმეებისა და გეგმების განხორციელების დრო დაგიდგათ. თუმცა, გაცილებით მეტ შედეგს მიაღწევთ თუ დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედებთ. გააკონტროლეთ თითოეული სიტყვა და ნაბიჯი.
თხის რქა
ნუ მოგერიდებათ და დახმარებისთვის გარშემო მყოფებს თამამად მიმართეთ. ოღონდ, მხოლოდ იმათ, ვინც საქმეებს არ გაგიფუჭებთ და რეალურად შეეძლება თქვენი დახმარება.
მერწყული
დადგა დღე, როცა ხელსაყრელია ფულის საკუთრ ბიზნესში დაბანდება და საკუთარი თავისთვის ძვირფასი საჩუქრების შეძენა. თუ საკუთარი ხარჯები ამის საშუალებას არ გაძლევთ, დახმარება სპონსორებსა და ხელგაშლილ ახლობლებს სთხოვეთ. მთავარია, რეალურად საჭირო საქმეებში დააბანდოთ ფული.
თევზები
დღეს კარგი დღეა როგორც ახალი, სასიყვარულო პარტნიორის გასაცნობად. აგრეთვე, უკვე არსებულთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამისათვის, ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ და პირადი ბედნიერება საკუთრი ხელით გამოძერწოთ.