ვერძი
საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი დღე გელით. შემოქმედებითი და კომერციული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია რეგრესი. ნებისმიერი ახალი წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის. გარეშე პირთა გავლენამ ან ცრუ ინფორმაციამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ეცადეთ, პარტნიორებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ნაკლებად კატეგორიული იყოთ, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდება. სიზმარი ოთხ დღეში ასრულდება.
კურო
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გირჩევთ შეჩერდეთ და გარშემო კარგად მიმოიხედოთ. ვიღაც თქვენს ცდუნებას ან მოტყუებას ცდილობს, ამიტომ ამ დღეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა ეკონტაქტოთ, რომლებსაც საკუთარ განცდებსა და ეჭვებზე უამბობთ. მეგობრებთან შეხვედრა პრობლემებს დაგავიწყებთ და იმედებით აგავსებთ.
ტყუპები
კრიტიკული დღეა, რომელიც ცილისწამებას და მოტყუებას განასახიერებს. სავარაუდოდ, ადამიანების შეფასებისას შეცდებით. ფინანსურ საქმეებში მოსალოდნელია უარყოფითი ცვლილებები. გამორიცხული არ არის გარშემო მყოფებთან კონფლიქტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ეკონტაქტოთ, თუმცა საკუთარი შიშებისა და განცდების შესახებ მათაც კი არ უნდა უამბოთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეჩერდეთ და კარგად გაიაზროთ, ნამდვილად სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა. გამორიცხული არ არის, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე დეპრესია დაგეუფლოთ - თქვენი ფანტაზია მომავლის ბნელ პერსპექტივებს ხატავს. გირჩევთ, უახლოეს მეგობრებს საკუთარი შიშებისა და წინათგრძნობის შესახებ უამბოთ და ისინი დაგარწმუნებენ, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა.
ლომი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება უარყოფითად აისახება როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაზე. ნებისმიერი ახალი საქმე წარუმატებლობისთვის არის განწირული. გარეშე პირთა გავლენამ ან გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სხვა ადამიანების რჩევებზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. სასურველია, რომ სამსახურის დასრულებისთანავე სახლში წახვიდეთ და საღამოს მარტო სეირნობას ერიდოთ.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. სარგებელს მხოლოდ დიდი ხნის წინ დაწყერული საქმეებიდან უნდა ელოდოთ - ნებისმიერი ახალი წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული. სავარაუდოდ, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გამო მეგობრებისა თუ ნათესავების ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ.
სასწორი
მოულოდნელობებით სავსეა დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებე,ბის მიღებას და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეცადეთ სამსახურში უფროსებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას ნებისმიერი კამათი თავიდან აიცილოთ,რადგან ამან შეიძლება პრინციპული დაპირისპირება გამოიწვიოს.
მორიელი
ეს დღე გრძნობების განახლებით, ახალი ენერგიითა და იდეებით დაგამახსოვრდებათ. გეგმების განხორციელება და დაწყებული სამუშაოს წარმატებით დასრულება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. თქვენი საქმიანი წინადადებები მენეჯმენტისგან მხარდაჭერას მიიღებს, სამაგიეროდ, სასიყვარულო საქმეებში იმედგაცრუება გელით, ამიტომ ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, ნუ იაქტიურებთ.
მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა, რომელიც მოტყუებას, ცილისწამებას და შეცდომებს განასახიერებს. ეცადეთ, გარეშე პირთა გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, რადგან ეს, ნერვიული სტრესის გარდა, არაფერს მოგიტანთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სამსახურის შეცვლას ან დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიებას - მოსალოდნელია მოტყუება ან იმედგაცრუება. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს და მალე ასრულდეს.
თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული. ეცადეთ, ადამიანების შეფასებაში არ შეცდეთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.
მერწყული
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი ან სერიოზული სირთულეები, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა რისკს უკავშირდება. საღამოს ოჯახის ერთ-ერთი წევრის ქმედებების გამო მოსალოდნელია გაუგებრობა და კამათი.
თევზები
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ეს დღე არახელსაყრელია ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისა და დიდი შესყიდვებისთვის. ისეთი განცდა გაქვთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის დრო და ენერგია არ გეყოფათ, მაგრამ წვრილმანებზე დროს თუ არ დაკარგავთ, ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. ამ დღის დევიზი გეგმაზომიერი მუშაობა და მშვიდი დასვენებაა.