ავტორი:

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 08:29-ზე, მთვარე 13:43-დან იქნება სასწორში

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგი ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ ზედმეტი სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი: ახალი საქმეების დაწყების დღეა. იყავით დაკვირვებული. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ.

კურო დღეს გარშემო მყოფები მზად იქნებიან თქვენს დასახმარებლად და ნუ მოგერიდებათ, აქტიურად მიმართეთ რჩევისთვის. დასვენება იქნება სასიამოვნო; პაემანი - დასამახსოვრებელი.

ტყუპი: თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი საქმიანობით ან სტატუსით, დღეს უნდა გააქტიურდეთ მის გასაუმჯობესებლად. გარშემო მყოფებთან უსიამოვნო სიტუაცია დიპლომატიურად მოაგვარეთ.

კირჩხიბი: დღეს ახალი საქმეები უნდა დაიწყოთ, ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ. მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ლომი: მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ, ლამაზ ნივთებში, მაგრამ მხოლოდ ღირებული და ხარისხიანი შეიძინეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს გამონახავთ.

ქალწული: იყავით მიზანმიმართული და მომართული გამარჯვებისთვის. კარგი დღეა სტილის შესაცვლელად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ვისთანაც მომავალში მუშაობას აპირებთ.

სასწორი: გამოგიჩნდებათ შემოსავლის ფარული წყარო ან სპონსორი. არავის მოუყვეთ თქვენი ფინანსების შესახებ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ და გამორიცხული არაა, საქმიან პარტნიორთან ან კოლეგასთან.

მორიელი: საუკეთესო დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად, სურვილების განსახორციელებლად. ერთგული მეგობრების და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

მშვილდოსანი: საუკეთესო შანსი გეძლევათ, რომ დაწინაურდეთ, გაიუმჯობესოთ სოციალური სტატუსი. იყავით მიზანმიმართული და სამართლიანი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მათთან, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული.

თხის რქა: წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგახართ, იყავით დაკვირვებული თითოეული ნაბიჯის გადადგმისას. იყავით ცნობისმოყვარე, დაკვირვებული და დიპლომატიური. კარგი დღე გელოდებათ ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

მერწყული: ვალების გასტუმრების შესაძლებლობა მოგეცემათ. აგრეთვე კარგი დღეა ახალი კრედიტის გასაფორმებლად. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად საინტერესო გახდება.

თევზები: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. შეიძლება ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ.