29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ოფიციალურ შეხვედრებსაც კი იუმორითა და ფლირტით წარმართავთ. არ გამოგრჩეთ საყიდლები.

ტყუპი

თუ ვინმესთან აპირებთ დაახლოებას ან დამეგობრებას ამისთვის შესაფერისი დღეა. თავიდან მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები. თუ მეტად მოინდომებთ, გამოგივათ.

კირჩხიბი

ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებთ და მოსაუბრეს საიდუმლებებსაც კი გამოჰკითხავთ. დღეს მშვიდად გაატარებთ, თუ არ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ გადადგამთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს.

ლომი

კარგი დღეა დასვენებისთვის. მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები, საქმეები და ცოტა ხნით ბუნებაში გაისეირნეთ. წვეულებაზე კი მეტად მეგობრული და ლაღი უნდა იყოთ.

ქალწული

ხასიათის ცვალებადობის გამო მოერიდეთ გულითად საუბრებსა და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას. მეტად დაისვენეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი

მთელი დღე დადებით ემოციებში იქნებით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შეხვდებით მეგობრებს და იმხიარულებთ.

მორიელი

რომ არ მოიწყინოთ, ერთ საქმეზე დიდხანს ნუ შეყოვნდეთ. არ მოახვიოთ გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი, თორემ ყველა შემოგეცლებათ და მარტო დარჩებით,

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება სიყვარულისა ვუწოდოთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შეიძლება დაინიშნოთ კიდეც. რომანტიკა და სიყვარული მთელი დღე მოსვენებას დაგიკარგავთ.

თხის რქა

ზედმეტად დაძაბული ხართ. დღეს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. დილით კარგია ვიზიტი ექიმთან ან კოლეგებთან მეგობრულ გარემოში საქმეების განხილვა.

მერწყული

დღეს გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა არ გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით მათზე, ვისაც მოსწონხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. პაემანი საღამოს დანიშნეთ.

თევზები

დღეს გულს ნურავის გადაუშლით, განსაკუთრებით უცნობებს. კარგი დღეა დასვენებისა და საყვარელი მუსიკის მოსასმენად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით