კურო
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. შეხვდით ახლობლებს, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, იუმორის გრძნობა. რუტინა ფლირტითა და კომპლიმენტებით ჩაანაცვლეთ.
ტყუპი
ცუდი ამბები სწრაფად დაივიწყეთ და პოზიტივზე გადაერთეთ. თუ ვინმესთან დაახლოების, დამეგობრების სურვილი გაქვთ, დროს ნუ დაკარგავთ.
კირჩხიბი
შეხვედრების, აზრებისა და ინფორმაციების გაცვლის დღეა. დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ, თუ არ მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ლომი
კონტაქტების, გარემოს შეცვლის დღეა; გადაღლილი ნიშნებისთვის კი - დასვენების. საქმიანი შეხვედრებიც კი მეგობრულ გარემო დაგეგმეთ.
ქალწული
თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. მომავლისთვის ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საუბარს.
სასწორი
რომანტიკის, მოგზაურობის, კონტაქტების დღეა. თუ საზღვარგარეთ გაქვთ გადაწყვეტილი საწავლის გაგრძელება, დღესვე გაერკვიეთ სიტუაციაში.
მორიელი
რაც უფრო მეტი საქმის შესრულებას დაისახავთ, მით საინტერესოდ ჩაივლის დღე. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა რომანტიკულ გარემოში დაგეგმეთ.
მშვილდოსანი
საქმიანი, სასიყვარულო და მეგობრული შეხვედრების დღეა. იყავით მეგობრულად განწყობილი გარშემო მყოფების მიმართ.
თხის რქა
დღეს საკუთარ თავს მკაცრ ჩარჩოებს ნუ დაუწესებთ, თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. დილას დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, კოლეგებთან თათბირი.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.
თევზები
მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრების დღეა. მაგრამ ნურავის გაუმხელთ სამომავლო იდეებს. აისრულეთ ოცნებები.