29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს განსაკუთრებული მისია გაკისრიათ. თავად ახლობლებთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოთ; გარშემო მყოფებს საქმეების მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ და ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები შეარიგოთ. ეცადეთ ისე იმოქმედოთ, რომ ”არც მწვადი დაწვათ და არც შამფური”.

ტყუპი

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ვალის აღება-გაცემას. ყურადღებით იყავით, დღეს იმ ინფორმაციას მიიღებთ, რომელსაც დიდხანს იძიებდით.

კირჩხიბი

ეცადეთ ცოტა ხნით მაინც მოახერხოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. უმჯობესი იქნება, თუ საქმეებს მთელი დღით გამოცდილ კოლეგებს გადააბარებთ, თავად კი ქალაქგარეთ გაისეირნებთ. დასვენება და გარემოს შეცვლა ენერგიით აგავსებთ და ახალ იდეებსაც მიაგნებთ.

ლომი

მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოერიდეთ კრიტიკასა და კამათში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიფუჭდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ზოგიერთები კი შეიძლება სამუდამოდ ჩამოგშორდნენ.

ქალწული

ნათესავების, მეგობრების ან კოლეგების მიერ მოწყობილ ღონისძიებაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. მთავარია, თავადაც გაერთოთ და არც გარშემო მყოფებს გაუფუჭოთ განწყობა. საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა გელით.

სასწორი

შემოქმედებით განწყობაზე ხართ და იდეების განხორციელეის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ თუ ყოველდღიური საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი და ფანტაზიების განხორციელებისთვის ვერ მოიცლით, ეცადეთ ყოველდღიურ საქმეებსაც შემოქმედებითად მიუდგეთ.

მორიელი

სანამ მნიშვნელოვან ნახტომს განახორციელებდეთ, კარგად გაარკვიეთ, ვისთან და რა პირობებში მოგიწევთ მუშაობა. აგრეთვე კარგად შეისწავლეთ ფინანსური საკითხები, - ხარჯები და შემოსავლები.

მშვილდოსანი

შეიძლება ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ. მოგეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი არ ესმის. ეცადეთ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები არ დაგეგმოთ. მეტად დაისვენთ.

თხის რქა

კარგი დღეა მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და საქმეების მოსაგვარებლად. ყველაზე დაკავებული ადამიანებიც კი გამონახავენ დროს თქვენს მოსასმენად და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ნათქვამი უყურადღებოდ არ დარჩება.

მერწყული

მშვიდი დღე გელით. საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს. წინააღმდეგობების გადალახვა არ გაგიჭირდებათ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ დახმარებაზე ყველა მადლიერი არ დაგრჩებათ, ამიტომ გარშემო მყოფებს ზედმეტად ნუ გადაყვებით.

თევზები

კარგი დღეა აქტიური ქმედებისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენს ჩაურევლად არაფერი გაკეთდება. ამიტომ, საქმეების მოგვარებაში დახმარება გავლენიან ადამიანებსა და ერთგულ მეგობრებს სთხოვეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით