კურო
დილა შეხვედრებს, მგზავრობას, საბუთებზე მუშაობას დაუთმეთ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან, საქმეებში ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას.
ტყუპი
დილა დიალოგს, ურთიერთობების დარეგულირებას დაუთმეთ. კარგი დღეა კონსულტაციებისა და საზოგადოებაში სიტყვით გამოსასვლელად. საღამოს ფიქრებს არ გააფუჭებინოთ განწყობა.
კირჩხიბი
გადაადგილების, მივლინებისა და ინსტრუქციების შესწავლის დღეა. ეცადეთ, გრძნობებით კი არა, გონებით იმოქმედოთ. იყავით მეტად პრაქტიკული.
ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, სასიყვარულო ურთიერთობის დარეგულირების დღეა. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
ქალწული
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ბიზნესი, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ნათესავებთან. ზოგიერთი მისამართს შეიცვლის. საღამოს სასიამოვნო ცვლილება გელით.
სასწორი
დილა მიმოწერას, შეხვედრებსა და საუბრებს დაუთმეთ. გააზრებულად ხარჯეთ ფული. ზოგიერთს რჩევისა და დახმარებისთვის მოგაკითხავენ.
მორიელი
კარგი დღეა საყიდლების, მგზავრობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. მეტად გამოავლინეთ სიმშვიდე. იყავით საკუთარი თავისა და ახლობლების ერთგული.
მშვილდოსანი
დილა შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. აგრეთვე, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან.
თხის რქა
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად. მცირე ეგოისტობა გეპატიებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ რთული საქმეებით, მეტად დაისვენოთ. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს.
მერწყული
საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. შეიძლება ახალი მეგობრები, თანამოაზრეები გაიჩნოთ. საღმოს ჩამოწერეთ სამომავლო იდეები.
თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის, კონსულტაციისა და ინფორმაციის მისაღებად. იყავით მეტად მიზანდასახული და ფუჭ საქმეებსა და საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ.