კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის.
ამ დღეს შეიძლება "მეგობრობის დღე" ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა.
კარგია მგზავრობა (მაგრამ მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტით), მივლინება; საქმიანობის შეცვლა.
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ.
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად.
ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა.
თმის შეჭრა სილამაზესა და კეთილდღეობას შეგმატებთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი შრომისმოყვარე და თავშეკავებული იქნება.
კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ამ დღის ქვებია: ობსიდიანი, ცირკონი და ავანტიურინი.
მთვარის ოცდამეერთე დღე დადგება 23:22
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.