29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:48-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

სიზარმაცის შეტევებთან ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ თუ ამას გაუმკლავდებით, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დასრულდება. თუ დღეს იაქტიურებთ, საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობების, მიიღეთ მოწვევები კომპანიაში.

კურო

დღე რთული და დაძაბულია. ახლის დაწყებას არ გირჩევტ, სჯობს ძველის დასრულება, უკვე შესრულებული სამუშაოს შემოწმება. მომავალი თვის ტენდენციები დღეს დადგინდება, ამიტომ მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ტყუპი

ბოლო დღეები დატვირთული იყო; დროა ცოტა დაისვენოთ და საკუთარ საჭიროებებზე იფიქროთ. გააკეთეთ საინტერესო საქმეები, გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან: მათ თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. წვრილმანები მნიშვნელოვანი იქნება, ნუ უგულებელყოფთ მათ.

კირჩხიბი

საოჯახო საქმეები და საზრუნავი სტრესის მოხსნაში და სიმშვიდის აღდგენაში დაეხმარებათ. გაასუფთავეთ, გადაყარეთ ნივთები, რომლებიც მოძველებულია და მხოლოდ ადგილს იკავებს. ასევე კარგი დღეა მხიარული წვეულების, მეგობრების მიღებისთვის. გარკვეული დრო დაუთმეთ დასვენებას, წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

ლომი

ნუ შეხვალთ კამათში ან დაპირისპირებაში: დღეს ვერ შეძლებთ თქვენი აზრის ოპონენტებისთვის გადაცემას და მხოლოდ ნერვებს მოიშლით და დროს დაკარგავთ. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, ლამაზი ნივთების შეძენა, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.

ქალწული

დატვირთული კვირის შემდეგ მოგინდებათ მშვიდად გაატაროთ დღევანდელი დღე, დაისვენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კარგ განწყობას შეგმატებთ და ძალას მოგცემთ. მოაწესრიგეთ სახლი, კარადა და სამუშაო გრაფიკი.

სასწორი

გაატარეთ დღევანდელი დღე პასიურად, აღიდგინეთ ძალა და ენერგია. კითხვას ან ფილმების ყურებას დათმობილი დღე საუკეთესო გამოსავალი იქნება. დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეები ძალიან რთულად წავა, ამიტომ ჯობია შემდეგ კვირაში გადაიტანოთ.

მორიელი

დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს. არ გირჩევტ რაიმე სერიოზული საქმიანობის დაგეგმვას; არ გაქვთ საკმარისი გამძლეობა და ენერგია, რომ დაასრულოთ ის, რასაც დაიწყებთ. თქვენი დამოკიდებულება ზოგიერთი ადამიანის ან სიტუაციის მიმართ დღეს შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

მშვილდოსანი

ახლობლები მოელიან თქვენს მონაწილეობას და დახმარებას საოჯახო საქმეებში. თუ დაღლილი ხართ და არ ხართ განწყობილი ამ საკითხებთან გამკლავებისთვის, გულწრფელად უთხარით მათ ამის შესახებ, რათა არ შეურაცხყოთ. დღეს უფრო სასარგებლოა დროის დათმობა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებტ და გაგახალისებთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასამყარებლად ეს დღე ერთად გაატარეთ. წადით სტუმრად, შეასრულეთ მსუბუქი ბაღის სამუშაოები, ერთად მოამზადეთ რაიმე უჩვეულო კერძი. ერთად ფუსფუსი დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში. აგრეთვე, ახლობლებთან კომუნიკაცია სიამოვნებას მოგიტანთ.

მერწყული

დღეს უნდა მოაწყოთ ოჯახური დღესასწაული ან უბრალოდ ერთად გაუმკლავდეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. თუმცა, შესაძლებელია ოჯახის წევრებთან ჩხუბი ან დაპირისპირება. მალე შერიგდებით, მაგრამ ეს უსიამოვნო ეპიზოდი დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები

დღეს იზრუნეთ ბინის დასუფთავებაზე, მოათავსეთ ყველა ნივთი თავის ადგილზე, განათავსეთ ყველაფერი სუფთად და მოწესრიგებულად. ეს აგიმაღლებთ განწყობას და შეამცირებს შფოთვის დონეს. მარტოობაში გატარებული დღე ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და დამღლელი კომუნიკაციისგან დასვენებაში დაგეხმარებათ.