კურო
სიტუაციის შესაცვლელად ზუსტი გეგმა შეიმუშავეთ. ნურაფის გეშინიათ. აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც ჩაიფიქრეთ.
ტყუპი
თუ ერთ წერტილს მიშტერებული იჯდებით, არაფერი გამოგივათ. პირველი ნაბიჯი გადადგით თქვენი ოცნებებისკენ და მომდევნო ნაბიჯების გადადგმა აღარ გაგიჭირდებათ.
კირჩხიბი
როგორც კი თვალს მოსცილდებით, მაშინვე ყველას დასჭირდებით. ამიტომ, დაიბარეთ სად მიდიხართ და შეძლებისდაგვარად ყველას დაეხმარეთ.
ლომი
უამრავი შეხვედრა გელით, რამაც შეიძლება ძირითად საქმეს მოგაცდინოთ. შეეცადეთ დაასრულოთ იგი. დღის ბოლოს კი მეგობრებს შეხვდით.
ქალწული
შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და ისეთი რამის გაკეთებამაც მოგიწიოთ, რასაც ადრე სხვას ვერ აპატიებდით.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მთავარი, გჯეროდეთ ბედნიერი მომავლის.
მორიელი
დილითვე მიხვდებით, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია და დღეს წარმატებულად დაასრულებთ.
მშვილდოსანი
შეიძლება დღეს ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც პრობლემებს მარტივად მოგიგვარებთ.
თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დღე გაქვთ. არ აჩქარდეთ და არც შეცდომებს დაუშვებთ.
მერწყული
ჩამოწერეთ დღის გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ.
თევზები
წვრილმანი საქმეები სხვებს გადააბარეთ, თავად კი ყველა და ყველაფერი აკონტროლეთ.