კურო
ყველა საქმეზე წინ პირადი ცხოვრება დააყენეთ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. თავად არაჩვეულებრივად მომხიბვლელი ხართ და საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევა არ გაგიჭირდებათ.
ტყუპი
ვარსკვლავები პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა საწინააღმდეგო სქესის გაცნობა მეგობრების საერთო წრეში ან ინტერნეტ სივრცეში.
კირჩხიბი
კარგი დღეა მუშაობისა და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გარშემო მყოფებში. აგრეთვე, ინტელექტუალური საქმიანობისა და მსჯელობისთვის.
ლომი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მოუწყვეთ პაემანი, რომანტიკული ვახშამი. განსაკუთრებით უნდა გააქტიურდნენ ის ლომები, რომლებსაც შეყვარებულები გაუნაწყენდნენ.
ქალწული
კარგი დღეა დასკვნების გამოსატანად, პროექტების განსახილველად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საღამო მეგობრებთან ერთად გართობასა და დასვენებას დაუთმეთ.
სასწორი
ფორტუნა სიურპრიზს გიმზადებთ. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის მიერ მორთმეული საჩუქარი, პრემია სამსახურში ან სიურპრიზი მეგობრებისგან.
მორიელი
კარგი დღეა მეგობრული და ნათესავური შეხვედრებისთვის. ზოგიერთს თქვენი დახმარება, გამხნევება დასჭირდება. სასურველია, თუ ვინმეს დაეხმარებით ეს საიდუმლოდ დატოვოთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. სამსახურის ან პირადი საქმეების გამო კი მგზავრობა გელით.
თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ფულის დასაბანდებლად. მოერიდეთ პირად ურთიერთობებში ცვლილებების შეტანას, საქმეების გარჩევას.
მერწყული
რთული საქმეების მოგვარებისას ისეთი ადამიანები დაიხმარეთ, ვინც არ გიღალატებთ და ერთგულად გემსახურებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის კრიტიკასა და შენიშვნების გაცემას.
თევზები
წარმატებით გაართმევთ თავს სამსახურის საქმეებს. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ნაკლები დრო დაუთმეთ წარსულში ქექვას და მეტი - სამომავლო გეგმების განხილვას, ახალ პროექტებზე მუშაობას.