29 ივნისი ოთხშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 06:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
ვერძი: არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ სამომავლო მიზნების, გეგმების ჩამოწერას.
კურო: მოერიდეთ ემოციურ და სტრესულ სიტუაციებს. ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რომლის განხორციელებასაც მთვარის ამ თვეში აპირებთ.
ტყუპი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. უამრავ ახალ ამბავს გაიგებთ, რასაც მომავალში სათქვენოდ გამოიყენებთ.
კირჩხიბი: დაკვირვებული იყავით, მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ლომი: ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფების მოსაზრებებს. საკუთარი აზრის გამოთქმისა და ახალი საქმეების დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული: დაკვირვება გმართებთ საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დროს. ახალი საქმეები დღეს არ დაიწყოთ.
სასწორი: თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ გრძნობებში, შესაძლებლობებში, ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მორიელი: დაკვირვებით განიხილეთ ყველა საქმიანი შემოთავაზება. უპირატესობა მიანიჭეთ იმ საკითხებს. რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი: გააუმჯობესეთ დამოკიდებებულება მათთან, ვისთანაც სამომავლოდ აპირებთ თაანამშრომლობას, განიხილეთ და ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები.
თხის რქა: არ გირჩევთ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. იყავით მეტად ლმობიერი ახლობლების მიმართ. ახალი საქმეები ხვალიდან დაიწყეთ.
მერწყული: იყავით მომართული საკუთარი საქმეების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გაიჩენთ ახალ თანამოაზრეებს.
თევზები: იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. არ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ დაიწყოთ ახალი საქმეები.