კურო
წუწუნით ვერაფერს უშველით. უმჯობესია, ნელ-ნელა მიეპაროთ საქმეს და საღამოსთვის დასრულოთ კიდეც.
ტყუპი
რთული დღე გელით იმ თვალსაზრისით, რომ გარშემო მყოფებს გაუჭირდებათ თქვენი სწორად გაგება. თქვენ კი ყოველი ნათქვამი სიტყვა უნდა აწონ-დაწონოთ.
კირჩხიბი
ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ამასთანავე, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
ლომი
აჩქარებით და დაუფიქრებლად მოქმედებით ვერაფერს მიაღწევთ, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს დააზიანებთ.
ქალწული
დღეს მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე იფიქრებთ, მაგრამ თქვენ იმდენი ხანი მუშაობდით სხვების საკეთილდღეოდ, რომ ვერავინ დაგადანაშაულებთ.
სასწორი
ნუ გაჯიუტდებით და რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ, ის გააკეთეთ.
მორიელი
დღეს უმჯობესია, ბუნებაში, მეგობრებთან ერთად დაისვენოთ.
მშვილდოსანი
გახსოვდეთ, რომ ჭკუის დარიგება არავის სიამოვნებს და თუ არ გსურთ გარშემო მყოფებს თავი მოაბეზროთ, თავი შეიკავეთ რჩევების გაცემისგან.
თხის რქა
დღეს დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. თანაც, არც ისეთი რთული საქმე გელით.
მერწყული
თუ რამე არ გამოგდით, დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. მეტად მოინდომეთ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.
თევზები
რომ მიუახლოვდეთ წარმატებას, დღესაც მოგიწევთ მუშაობა.