კურო
შეიძლება შინაურული გარემო გალიად მოგეჩვენოთ. შეიძლება გგონიათ, რომ ზედმეტად გაკონტროლებთ ვინმე. ქალბატონიებს მოუნდებათ მეტად გამოავლინონ ინდივიდუალიზმი, ჩაიცვან მოდურად და მკვეთრ ფერებში.
ტყუპი
სასიამოვნო ცვლილებების მოლოდინში უსაქმოდ ნუ გაჩერდებით. მსუბუქი ვალდებულებები შეასრულეთ. საღამოს შეიძლება წვეულებაზე ან პაემანზე წახვიდეთ. საკუთარი ჭირვეულობა და საყიდლები იაფი არ დაგიჯდებათ.
კირჩხიბი
გეგმები მხოლოდ ერთგულ თანამოაზრეებს გააცანით. ემოციური დღე გელით და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამო მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ.
ლომი
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ასაკით უფროს ნათესავებთან. მეტად გამოავლინეთ თქვენი შარმი.
ქალწული
დიალოგის, შეთანხმების დღეა. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და ნუ გააღიზიანებთ გარშემო მყოფებს წარსული შეცდომების გახსენებით. საყვარელ ადამიანთან იყავით მეტად მოსიყვარულე.
სასწორი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. დღეს საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. შეიძლება თქვენი ხარჯი სხვამ აანაზღაუროს ან მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ.
მორიელი
რაც უფრო მოსიყვარულე და მშვიდი იქნებით, ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნუ გაჩერდებით გვიანობამდე სამსახურში. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. შეიძლება მეგობრებმა მხიარულ თავგადასავალში აგიყოლიონ.
მშვილდოსანი
პაემანი, სპორტული ან საქმიანი შეხვედრა საღამოსთვის გადადეთ. ამ დროისთვის მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა და ენერგია. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ასაკით უფროს ნათესავებთან.
თხის რქა
წარმატებული დღე გელით. მცირე რისკი დასაშვებია. მოიმატებს ემოციურობა, აზარტი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
დილა მშვიდ საქმიანობას დაუთმეთ. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამოს მოსალოდნელია ფლირტი, რომანტიკა. ორივე ნიშნის წარმომადგენელს თავგადასავლები გსურთ.
თევზები
საკუთარი და ახლობლების განებივრება ფინანსურად დაგაზარალებთ. ფინანსებთან ზომიერება არ გაწყენთ. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ. გემრიელობები და მხიარულება მოუმზადეთ.