29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რომანტიკულ ურთიერთობაში აუცილებლად დაიცავით ეტიკეტი. შეიძლება დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ. კარგი დღეა კულტურული ღონისძიებისთვის, ლამაზ ადგილზე დასვენებისთვის.

ტყუპი

დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, რადგან შეიძლება მოულოდნელად წვეულებაზე ან შეხვედრაზე აღმოჩნდეთ. საქმეები კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. გარშემო მყოფებს მიეცით საშუალება, თქვენზე იზრუნონ.

კირჩხიბი

არ აჩქარდეთ დასკვნების გამოტანისას. თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. თქვენი იდეები და აზრები მხოლოდ რჩეულებს გაუმხილეთ, ბევრმა შეიძლება ვერც გაიგოს მათი აზრი. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ლომი

დღეს ყველა კონფლიქტი დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ. არავის გაუმხილოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, შეარჩიეთ სასიამოვნო გარემო, მშვიდი მუსიკა.

ქალწული

რთულად შესასრულებელ საქმეებს ნუ შეეჭიდებით, თორემ უქმეების გატარებაც სამსახურში მოგიწევთ. არ აიღოთ ვალი და არ გასცეთ ფული. სასიყვარულო პარტნიორს თქვენგან მეტი ზრუნვა, საჩუქრები და ყურადღება ესაჭიროება.

სასწორი

გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. ნუ მოახვევთ მათ თქვენს აზრს. შეიძლება იგი მცდარი იყო. მეტად დაისვენეთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მორიელი

მშვიდი დღე გელოდებათ და თქვენც ნუ აჩქარდებით. მშვიდად იმოქმედეთ. ისეთი საქმე შეასრულეთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან.

მშვილდოსანი

საქმიანი შეხვედრები ნუ დაგძაბავთ, რაც უფრო ლაღი და ბუნებრივი იქნებით მით უკეთ წაგივათ საქმეები. გახსოვდეთ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა თქვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

შეიძლება საკუთრი აზრის დამტკიცება ჩხუბით მოგიხდეთ. ეცადეთ, არ დათმოთ პოზიციები. კარგია ვარჯიში. სახლშიც და სამსახურშიც გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

მერწყული

აკონტროლეთ ემოციები, არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები. გადაამოწმეთ დოკუმენტები, რომლებსაც ხელს მოაწერთ. კარგი დღეა კულტურული ღონისძიებისთვის. შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ.

თევზები

დილიდანვე განეწყვეთ იმისათვის, რომ დღეს გარშემო მყოფებს უნდა დაეხმაროთ. მოისმინოთ მათი ჩივილები. საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვან ამბებს მიიღებთ. საღამოს ივარჯიშეთ, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ იმიჯს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით