კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:54-ზე, მთვარე კუროშია 15:47-დან
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი
იღბლიანი დღეა, დაგეგმილის დიდი ნაწილი დღეს განხორციელდება; ემოციური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ სწრაფად და ეფექტურად. თუ თქვენი გარემოდან ვინმე დახმარებას ითხოვს, უარი არ უთხრათ. საღამო ხელსაყრელია სტუმრების მისაღებად ან მხიარულ წვეულებაზე დასასწრებად.
კურო
მოემზადეთ რთული, ემოციურად დაძაბული დღისთვის. დაუფუქრებლად წარმოთქმულმა სიტყვამ ან შენიშვნამ შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში. მუდმივად მოგიწევთ გრძნობების შეკავება და ქმედებების კონტროლი. შეგიძლიათ დილით გუნდურად იმუშაოთ, საღამო კი მარტომ გაატაროთ და დაისვენოთ.
ტყუპი
შესაძლოა, გარშემო მყოფებმა თავიანთი მოვალეობებისა და დავალებების შესრულება თქვენ გადმოგცენ. თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ მრავალი დავალების შესრულებაში, მაგრამ ნუ მისცემთ უფლებას, რომ არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ისარგებლონ თქვენი სიკეთით. არ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რასაც გთხოვენ.
კირჩხიბი
მშვიდი, მოზომილი დღეს გელოდებათ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს საყვარელ ადამიანს. არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე და არ გაიფუჭოთ მასთან ურთიერთობა. ასევე კარგია დღის წიგნთან ერთად გატარება ან კინოში წასვლა.
ლომი
მოემზადეთ თქვენი ინტერესების ან პირადი სივრცის დასაცავად, კამათში ან დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. მოგიწევთ იყოთ მიზანმიმართული და ენერგიული. უსიამოვნო სიტუაციები შეიძლება იყოს როგორც ბიზნესში თუ ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში.
ქალწული
წარსული დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ცუდად გაკეთებული ან დაუმთავრებელი საქმეები, ძველი ურთიერთობები ან გადაუჭრელი სიტუაციები. ეცადეთ და ერთხელ და სამუდამოდ დახუროთ ეს საკითხი. ეს მოგცემთ თავდაჯერებულობას და ასევე გაქვთ ჯილდოს მიღების შანსი.
სასწორი
დღეს რთული საუბარი ან რაიმე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელოდებათ. გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, დიპლომატიური უნარები და ტაქტი, რომ დაასრულოთ ისინი თქვენს სასარგებლოდ. საღამოს სასარგებლოა ინტელექტუალური ნაწარმოებების კითხვა ან სულიერ თემებზე საუბარი.
მორიელი
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი ნიჭის პოპულარიზაციისთვის, თქვენი მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში.
მშვილდოსანი
ზოგიერთი რამის გაუქმება და სამსახურში მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. თუმცა, თქვენი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ წარმატებას და მიიღოთ ის, რაც გსურთ. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე.
თხის რქა
შეუპოვრობა და სიმშვიდე დაგეხმარებათ ბევრი დაბრკოლების გადალახვაში და შედეგის მიღწევაში, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული: ამან შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები. უნდა ებრძოლოთ ეგოიზმს და მეტად დაუთმოთ.
მერწყული
დღეს მოვლენების ეპიცენტრში იქნებით, ბევრი მეგობარი თუ ახლობელი მოითხოვს თქვენს ყურადღებას. დატვირთული დღეა, ბევრი შეხვედრა გელით. შეგიძლიათ მოაგვაროთ რთული საკითხები და დაამყაროთ სწორი კავშირები.
თევზები
შესაძლოა მოგიწიოთ სამუშაო საკითხების ან ოჯახური კონფლიქტების მოგვარებამ. დღე სტრესული რომ არ იყოს, საჭიროა მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა. გაატარეთ საღამო დასვენებაში, მშვიდ გარემოში.