29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:20-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 04:17-ზე

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

ვერძი

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, აკონტროლეთ ემოციები, იყავით მშვიდი. საყვარელი ჰობი ენერგიის ამაღლებაში დაეხმარებათ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო

დღეს გარემოებები სწრაფად შეიცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ იმას, რაც ხდება და დაარეგულიროთ თქვენი გეგმები, რათა არ გაუშვათ კარგი შანსები.

ტყუპი

დღეს გუნდური მუშაობა უფრო პროდუქტიულია, რაც დაგეხმარებათ გამოავლინოთ კრეატიულობა და გონივრული აზროვნება. დღე შესაფერისია მოგზაურობის დასაწყებად.

კირჩხიბი

მოიცილეთ მელანქოლიური და სევდიანი ფიქრები. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები. ასევე სასარგებლოა სახლის გაუმჯობესება.

ლომი

შესაძლოა დღეს ზოგიერთი სურვილი აგიხდეთ. გელოდებათ სიახლეები, დაიწყეთ აქტიური მოქმედება. პარტნიორი დაგეხმარებით სერიოზული დაბრკოლების გადალახვაში.

ქალწული

სასურველ შედეგებს მიაღწევთ, თუ ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და მიზანდასახული. გუნდურად მუშაობა საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ ახალი იდეები.

სასწორი

ნუ შეგეშინდებათ უჩვეულო იდეების გამოხატვის: ეს ხელს შეუწყობს სპონსორების მოზიდვას და თანამშრომლობის ახალი შეთავაზებების მიღებას.

მორიელი

იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში და გაუგებარი სიტუაციის განმუხტვაში. ზოგიერთმა შეიძლება განიცადოთ უარყოფითი ემოციები და სიზარმაცის შემოტევები.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. უცხოელებთან კონტაქტები წარმატებული და პროდუქტიული იქნება. საღამოს წადით ხმაურიან წვეულებაზე.

თხის რქა

უთხარით კოლეგებს ან ბიზნესპარტნიორებს იმ იდეების შესახებ, რომლებიც დაგებადათ. შესაძლოა ისინი დაგეხმარონ მათ განხორციელებაში და შემოგთავაზონ თანამშრომლობა.

მერწყული

იყავით უფრო აქტიური და გაბედული პრობლემების გადაჭრისას. წარმატება დამოკიდებულია თქვენს ინიციატივაზე. დღეს შეგიძლიათ რამდენიმე საქმის გაკეთება ერთდროულად.

თევზები

დაგჭირდებათ პროფესიონალური რჩევა ან საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა. არ დაივიწყოთ ბავშვები, მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ. საღამოს გაიხსენეთ ძველი ჰობი.