კურო
დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებით. მოგეჩვენებათ, თითქოს თქვენ გარშემო ყველა შეიშალა. არ ჩაერიოთ, გაერიდეთ.
ტყუპი
თუ საკუთარი თავი ცოტათი მაინც გიყვართ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კირჩხიბი
დღეს ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ. საკუთარი ერუდიციითა და კულტურით გარშემო მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ლომი
ენერგიით აღსავსე ხართ და შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმე წამოიწყოთ, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ.
ქალწული
დღეს ნუ ეცდებით რაიმეს შეცვლას; მიიღეთ ისე, როგორც არის.
სასწორი
დღეს ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რაც ადრე არასდროს გაგიკეთებით. მართალია, ნერვებსაც კარგად მოიშლით, მაგრამ შედეგით კმაყოფილი იქნებით და ეს დღე დიდხანსაც გემახსოვრებათ.
მორიელი
დღეს სამომავალო გეგმები შეადგინეთ, მაგრამ არავის გაუმხილოთ და არაფერი მოიმოქმედოთ. უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის წარმოსაჩენად, მაგრამ თვითრეკლამა ანტირეკლამად არ გექცეთ.
თხის რქა
ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს ჩარჩოებს. რაც უფრო გახსნილად და თავისუფლად იმოქმედებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ.
მერწყული
საოჯახო საქმეები კი დაგიგროვდათ, მაგრამ ნურც მეგობრებსა და გართობას დაივიწყებთ.
თევზები
დღეს თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. მეტად აქტიური და ენერგიული ხართ და საჭირბოროტო საკითხებსაც მარტივად მოაგვარებთ.