29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმიანი შეხვედრები და გულითადი საუბრები დილით დანიშნეთ. შუადღის შემდეგ გამოიძინეთ. საღამოს მოერიდეთ ემოციურობას.

ტყუპი

დილა მშვიდ საქმეებს დაუთმეთ. თუ საშუალება გაქვთ, გამოიძინეთ, მოუსმინეთ მუსიკას. საღამოს შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს.

კირჩხიბი

მშვიდი დილა გელით. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განათლებას. საღამოს მოერიდეთ კონფლიქტს, ემოციურობას.

ლომი

დილა დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმეთ. ნუ აჩქარდებით იდეების განხორციელებისას, შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩეთ გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

ქალწული

საოჯახო საქმეები მეუღლეს გადააბარეთ, სამსახურებრივი - კოლეგებს და თავად მეტად დაისვენეთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

სასწორი

დილით სიმშვიდე და განმარტოება მოგინდებათ. საღამოს გააქტიურდებით. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ახალი წესები დაგიკანონოთ.

მორიელი

დილა დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. პაემანი და რუტინა საღამოსთვის გადაიტანეთ. მოსალოდნელია ტექნიკური შეფერხება.

მშვილდოსანი

მეტად დაბნეული და გადაღლილი ხართ. გაფრთხილდით, არაფერი გამოგრჩეთ. საღამოს იზრუნეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

თხის რქა

დილა სუფთა ჰაერზე სეირნობას, გულითად საუბრებს დაუთმეთ. ნათესავებთან მშვიდად განიხილეთ პრობლემები. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.

მერწყული

დილით გამოიძინეთ, დაისვენეთ. საღამოს ენერგია მოგემატებათ და ყველა ვალდებულებას შეასრულებთ. ყურადღება გმართებთ ახალი პროექტებისადმი.

თევზები

დილა ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას დაუთმეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. ნუ გართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით