ავტორი:

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:21-ზე, მთვარე ვერძშია

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

ვერძი: შეადგინეთ სამუშაოების სია და მიჰყევით. დაგროვილ სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ აქტიური ვარჯიში ან მეგობრების კომპანიაში დროის გატარება. შესაფერისი დღეა შერიგებისა და წყენის პატიებისთვის.

კურო: ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ. დაფიქრდით, სამოქმედო გეგმაზე, გადაწყვიტეთ რისი შეცვლა გსურთ და რას ელით მომავლისგან. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.

ტყუპი: ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის. თქვენს წარმატებას სამსახურში უფროსები შეაფასებენ და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ყველა უსიამოვნება პრობლემები სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. იყავი პოზიტიური ყველას მიმართ.

კირჩხიბი: არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი, გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. დღეს ცვლილებები გელოდებათ და ამისათვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთ. კომუნიკაცია და ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან სირთულეების მოგვარებაში.

ლომი: დღეს ყველა დაგეგმილ საქმეს ვერ შეასრულებთ, რადგან ვალდებულებები მუდმივად იმატებს. უმჯობესია შეამციროთ თქვენი საქმიანი აქტივობა და დრო დაუთმოთ ჰობის, გატაცებას.

ქალწული: რუტინული ყოველდღიური ვალდებულებებისა და საოჯახო საქმეების შესრულება მოგიწევთ. თუ ახლობლებისგან რამეს ითხოვთ, გააკეთეთ ეს მსუბუქად და იუმორით. დღეს გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა.

სასწორი: შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობის დღეა. სამსახურში ყველაფერი კარგად მიგდით, მცირე პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარება შეგიძლიათ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მორიელი: საქმეების დეტალურად დაგეგმვა პრობლემების საუკეთესოდ გადაჭრაში დაეხმარება. არ იფიქროთ წარსულის შეცდომებზე, კონცენტრირდით სამომავლო გეგმებზე. მშვიდი დღე გელოდებათ, შეგეძლებათ დაისვენოთ და გააკეთოთ ის, რაც გიყვართ.

მშვილდოსანი: თუ შესაძლებელია, ეს დღეს სახლში გაატარეთ. დაუთმეთ დრო ოჯახს, ახლობლებს. იზრუნეთ საერთო საქმეებზე, მოაწესრიგეთ პირადი ნივთები ან მოამზადეთ ვახშამი მთელი ოჯახისთვის. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა: მხოლოდ გადაუდებელი საქმეები შეასრულეთ. ყველაფრის ერთად გაკეთება დაგასუსტებთ და დისკომფორტს შეგიქმნით. მეტად დაისვენეთ. გაინებივრეთ თავი სასიამოვნო წვრილმანებით.

მერწყული: რთული საკითხების მოგვარებასაც კი შემოქმედებითად მიუდექით. დახმარებისთვის მიმართეთ თანამოაზრეებს. საქმიანი კავშირები დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები: მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. მაგრამ ემოციურად რომ არ გადაიტვირთოთ, მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად, ოჯახთან ერთად გასართობად.