3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:14-ზე, მთვარე თხის რქაშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

სამუშაო კვირის პირველი დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გაატაროთ. საქმეებს დილიდან შეუდგეთ. იყავით მობილიზებული და მიზანდასახული. მაგრამ იყავით გააზრებული, დღეს სავსემთვარეობაა და ემოციები პიკზეა. საღამოს კმაყოფილი დარჩებით თქვენი საქმიანობის შედეგით.

კურო

ბიზნესში წარმატება დღეს მხოლოდ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებთ, გადალახავთ ყველა დაბრკოლებას, შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას და გამოხავალთ გამარჯვებული ნებისმიერი სიტუაციიდან.

ტყუპი

მოემზადეთ დღეს ჩვეულებრივზე ნაკლების გასაკეთებლად. რადგან უქმეებზე კარგად ვერ დაისვენეთ და დღეს მოგინდებათ ანაზღაურება. ნუ ინერვიულებთ, დღეს მართლაც ჯობია, ცოტა შეანელოთ ქმედება. ხვალიდან საკმარისად გექნებათ დრო, რომ დაეწიოთ.

კირჩხიბი

დღეს უფრო მჭევრმეტყველი და დამაჯერებლი იქნებით, ვიდრე ოდესმე და საუკეთესო გამოსავლის პოვნა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ოდესმე. ამასთანავე, აკონტროლეთ ემოციები; ფრთხილად გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.

ლომი

მეგობრული და სწორი ადამიანების გვერდით დგომა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ საქმეების გროვას. ნუ დაკარგავთ დროს ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარების მცდელობაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით მათ, ვინც დაგეხმარებათ რჩევითა თუ საქმით.

ქალწული

გამოავლენთ ლიდერის თვისებებს, შეძლებთ პასუხისმგებლობის აღებას მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე და ბრწყინვალედ გაუმკლავდეთ მათ. უფროსობა ამას სათანადოდ დააფასებს, რამაც შეიძლება კოლეგების შური გამოიწვიოს, ამიტომ ფრთხილად იყავით.

სასწორი

დღეს წარმოუდგენლად მიმოფანტული იქნებით. გაფრთხილდით, რომ არაფერი დაგრჩეთ ან დაკარგოთ. მიაქციეთ ყურადღება საოჯახო ვალდებულებების შესრულებას.

მორიელი

რაციონალურ და სკეპტიკოს მორიელსაც კი მოუწევს დაიჯეროს, რომ სასწაულები ხდება. თქვენს ცხოვრებაში მოხდება ისეთი რამ, რაზეც მხოლოდ ოცნებობდით. ყველაფერი ჩაფიქრებული და დაგეგმილი განხორციელდება.

მშვილდოსანი

ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები; დღეს ახალი საქმების დაწყებას არ გირჩევთ. უმჯობესია, იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული. გადახედეთ პრიორიტეტებს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანეთ დღის გრაფიკში კორექტირება.

თხის რქა

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. უნდა იყოთ მობილიზებული საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან, მაგრამ ნუ იქნებით აგრესიული, საკუთარი პირობები დიპლომატიურად წარმოადგინეთ.

მერწყული

დაბრკოლებების მიუხედავად დაგეგმილი საქმეების შესრულება მაინც მოგიწევთ. ნუ განაწყენდებით, თუ დღეს არ ესმით თქვენი. ხვალიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და სასურველის მიღწევას შეძლებთ.

თევზები

დღეს საერთოდ არ ხართ მუშაობის ხასიათზე. მოგინდებათ ახლობლების მოკითხვა და მეგობრებთან ერთად მხიარულება. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული მიღებული ინფორმაციისადმი, დოკუმენტების გაფორმებისას.