3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:21-ზე, მთვარე სასწორშია

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

ვერძი

თუ რაიმე უსიამოვნება გაქვთ ნათესავებთან, შეძლებთ მათ აღმოფხვრას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობას - უნდა გააძლიეროთ და გაზარდოთ ურთიერთსიყვარული. ძალაუფლების ცდუნება სერიოზული გამოცდა იქნება. შესაძლოა თქვენი მიზანი კეთილშობილურია, მაგრამ მისი მიღწევის მეთოდები - არასწორია. დღის განმავლობაში ეცადეთ მეტად იყოთ სუფთა ჰაერზე. საღამოს გაიხარეთ საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციით.

კურო

შეძლებთ თავიდან აიცილოთ დიდი ფინანსური პრობლემა, თუ დროულად შეამჩნევთ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ოჯახურ წრეში იპოვით მხარდაჭერას და შვებას. გასეირნება ან მარტივი ვარჯიშების შესრულება კარგი იქნება. რაციონში შეიტანეთ მეტი ხილი და დალიეთ დამამშვიდებელი მცენარეული ჩაი. წვეულებაზე მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის ქცევას.

ტყუპი

გაუგებრობები ან ჩხუბი არანაირ საფრთხეს არ უქმნის თქვენს ქორწინებას. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ უახლოეს გეგმებს გაუზიარებთ მეუღლეს. ის შეიძლება დაგეხმაროთ რჩევით ან კონკრეტული საქმით. თქვენი ბიზნესი კონტროლს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს ვერსად გაეცევით. სურდოს ტრადიციული საშუალებებით უმკურნალეთ და გართულებების გარეშე დადგებათ ფეხზე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. დღეს ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. არ მიაქციოთ ყურადღება მცირე უსიამოვნებებს, არ გაიბუტოთ და მიხვდებით, რომ ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად უკეთესი ხდება. სუფთა ჰაერი და აქტიური მოძრაობა დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და ენერგიით აგავსებთ.

ლომი

ბევრად გაგიადვილდებათ სასურველი შედეგის მიღწევა, თუ მიზნისკენ მიიწევთ არა მარტო, არამედ თანამოაზრეებტან ერთად. შეეცადეთ არ მოახდინოთ ზეწოლა თქვენს მეორე ნახევარზე და იოლად შეძლებთ ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზაციას. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ და ყველაფერი ხუმრობამდე დაიყვანოთ. თვითდისციპლინა და სწორი დღის განრიგი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან ბევრს მუშაობთ და ზოგჯერ ივიწყებთ საკუთარ თავს.

ქალწული

მოგეჩვენებათ, თითქოს თქვენი ნახევარი არღვევს თქვენს ინტერესებს და გიზღუდავთ თავისუფლებას. მაგრამ ასე რომ არაა მალევე მიხვდებით. რუტინული სამუშაო გადაუნაწილეთ თქვენს კოლეგებს. დღე დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მარტოხელებმა გამოიჩინეთ გამბედაობა და დაუახლოვდით იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.

სასწორი

შესაძლოა ჩაერთოთ სათავგადასავლო პროექტებში, გათვლილი რისკი გარკვეულწილად გამართლებული იქნება, თუ ამისთვის მზად ხართ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. ცოტა მეტი სიყვარული და სითბო, კეთილი სიტყვა სწრაფად გამოასწორებს გაფუჭებულ სიტუაციას. ფიზიკური ვარჯიში და დილის კონტრასტული შხაპი საუკეთესო ფორმაში მოგიყვანთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. ესაუბრეთ და მასაც მოუსმინეთ.

მორიელი

მიხვდებით, როგორ მოიქცეთ სწორად ამა თუ იმ სიტუაციაში. ოჯახური ურთიერთობები, სამწუხაროდ, თქვენი პირადი ინტერესების მიღმა დარჩება და ამან შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოების გამწვავება. სავარაუდოდ, ეცადეთ იყოთ ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ და არ უგულებელყოთ მათი ინტერესები. სპორტული თამაშები ან ცურვა უარყოფითი ენერგიისგან გაგათავისუფლებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით.

მშვილდოსანი

დაელოდოთ იმ მომენტს, როდესაც გარემოებები უკეთესობისკენ შეიცვლება, დღეს კი შეასრულეთ რუტინული სამუშაო. ოჯახში ეცადეთ იყოთ თავშეკავებული და მშვიდი, ნუ ანიჭებთ მნიშვნელობას წვრილმანებს. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები, განსაკუთრებით თქვენს მეორე ნახევართან. საღამოს იოგა ან ხანგრძლივი სეირნობა კარგია.

თხის რქა

ერთობლივი პროექტები, პარტნიორების მოძიება სამომავლო საქმისთვის - ეს არის დღის გეგმა, რაც ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. დიპლომატიურად უნდა აღმოფხვრათ ოჯახში ყველა უსიამოვნება, რამაც შეიძლება მომავალში ხელი შეუშალოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობთან. ნუ გაუმხელთ მათ თქვენს სამომავლო გეგმებს. სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და დილის ვარჯიში კარგია.

მერწყული

მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიისა და აზროვნების ადამიანთან. ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს ოჯახისთან წევრებთან ურთიერთობაზე. იმოქმედეთ დიპლომატიურად და დაკვირვებულად. აუცილებლად გაისეირნეთ ძილის წინ და დაიძინეთ ადრე.

თევზები

საქმიანი შეხვედრები წარმატებულები იქნება და მოლოდინები არ გაგიცრუვდებათ. ახლა თქვენგან დიდი ენერგიაა საჭირო იმისათვის, რომ სისტემატურად მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში. იმის გამო, რომ სამსახურში ხართ დაკავებული ცოტა დროს ატარებთ ოჯახთან ერთად. ეცადეთ, დაუთმოთ დრო მეუღლეს, შვილებს. თუმცა, ახალი იდეების ერთობლივად განხორციელება არანაირად არ შეუშლის ხელს თქვენს ურთიერთობას. ძილის წინ არ მიირთვათ ყავა და ჩაი.