პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:50-ზე, მთვარე ლომში გადავა 19:15-ზე
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
ვერძი
დღეს საქმეები სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც გაკრიტიკებდნენ ან ნეგატიურები იყვნენ.
კურო
იყავით მშვიდი და მეგობრული. გააკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ კეთილგანწყობილი იყოთ გარშემო მყოფების მიმართ.
ტყუპი
დღეს კამათსა და ცხარე დისკუსიებში დიპლომატიურად უნდა დაიცვათ თქვენი პოზიცია. ყველა ფინანსური საკითხის მოგვარება მოითხოვს სიფრთხილეს.
კირჩხიბი
ენერგია მაღალ დონეზეა და რთულ საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს სასიხარულო ამბებს მიიღებთ. დაუთმეთ დრო ოჯახს.
ლომი
მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები. თუ შეხვედრას არაფორმალურ გარემოში გადაიტანთ, მაშინ უფრო ადვილი იქნება ადამიანზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენა.
ქალწული
დღეს ყველა საქმე გადადეთ და დაისვენეთ. საუკეთესო დღეა დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოსანახულებლად. საღამოს შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ.
სასწორი
ემოციურად არასტაბილური დღეა. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგაღიზიანოთ ან გაგაბრაზოთ. საყვარელი ადამიანი მხარს დაგიჭერთ და უფრო ადვილად შეძლებთ სასურველის მიღწევას.
მორიელი
უნდა აკონტროლოთ ემოციები. არ გაიფუჭოთ ურთიერთობის გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გჭირდებათ გეგმებზე ან ქმედებებზე ფიქრისთვის, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას, გადაწყვეტილების მიღებას.
მშვილდოსანი
შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეთ ზოგიერთ თანამოაზრეზე და მათთან ჩხუბიც კი მოგიწიოთ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, საუბრების მოსმენა.
თხის რქა
ნუ ნერვიულობთ, იყავით მეგობრული სხვების მიმართ და შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება. კარგი დღეა ფინანსური, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
მერწყული
წარმატებაზე ხართ ორიენტირებული, სწრაფად გადაწყვეტთ რთულ საკითხებს და დაძლევთ წარმოქმნილ პრობლემებს. არის შანსი მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი ან საჩუქარი.
თევზები
წარმატებული და პროდუქტიული დღე გელოდებათ. დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ. გელოდებათ სიურპრიზები.