3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:49-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

დღეს ბევრი შემოგთავაზებთ დახმარებას. არ არის გამორიცხული, რომ გამოგიჩნდეთ გავლენიანი მფარველი. კარგი დღეა მეგობრებთან კომუნიკაციისთვის და ახალი საქმიანი კონტაქტებისთვის.

კურო

დღეს ამაღლებულია ემოციური ფონი. მოგიწევთ ოჯახთან ხანგრძლივი საუბარი, თქვენი ქმედებებისა თუ გეგმების ახსნა. იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობები, იყავით მომთმენი.

ტყუპი

ფინანსური საკითხების გადაჭრისას ნუ იჩქარებთ, დაუთმეთ დრო ამაზე ფიქრს. მოერიდეთ კამათში ჩართვას და საკუთარ აზრის სხვებისთვის დამტკიცებას. დღეს დაისვენეთ.

კირჩხიბი

ენერგია დღეს მაღალ დონეზეა, ამიტომ ენთუზიაზმით შეასრულებთ რთულ ან მოსაწყენ დავალებებს. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. საღამოს ელოდეთ მოულოდნელ სასიხარულო ამბებს.

ლომი

მოემზადეთ დღის აქტიურად გასატარებლად, ბევრი კომუნიკაციისა და ახალი ხალხის გასაცნობად. საქმიანი საუბრები წარმატებული იქნება, მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. ახალი იდეების ან გეგმების განხორციელება დღეს შეიძლება დაიწყოთ.

ქალწული

რთული და არახელსაყრელი დღეა. ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ საერთო თემების პოვნა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები შეგნებულად გაღიზიანებენ. თქვენი შეხედულებები ზოგიერთ მოვლენაზე შეიძლება შეიცვალოს და ახალი პრიორიტეტები გამოჩნდეს.

სასწორი

მთელი დღე იგრძნობთ გაღიზიანებას და მოუსვენრობას. დიდია იმის ალბათობა, რომ გააფუჭოთ ურთიერთობა მასთან, ვინც ადრე თქვენი ახლო მეგობარი იყო. დიდი ძალისხმევა და დრო დაგეხარჯებათ გადაწყვეტილების მისაღებად.

მორიელი

იყავით განსაკუთრებით ფრთხილად და თავაზიანი იმ ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს კარიერაზე. უხეშმა, დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა და გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე.

მშვილდოსანი

მთელი დღის განმავლობაში გაგიჭირდებათ საქმეზე კონცენტრირება, გარშემო მყოფები გამუდმებით გაგიფანტავენ ყურადღებას მნიშვნელოვანი საქმიანობიდან. დღეს მნიშვნელოვან ამბებს მიიღებთ.

თხის რქა

მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე ყველაფერში, რასაც დღეს გააკეთებთ. შეიძლება გქონდეთ დავა საყვარელ ადამიანებთან და კონფლიქტები საყოფაცხოვრებო საკითხებზე.

მერწყული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ მრავალი რთული საკითხის გადაჭრა. გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით უფრო აქტიური და უფრო სწრაფად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.

თევზები

დღეს შეგიძლიათ მიაღწიოთ კარგ შედეგებს თქვენთვის მნიშვნელოვანი რამის გაკეთებით. ორიენტირებული ხართ გამარჯვებაზე. 3 მარტს შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მოგვიანებით დაგეხმარებათ. მოკლე მოგზაურობები დადებით ემოციებს მოგიტანთ.