3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სამშაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 05-55-ზე, მეორე დღე დაიწყება 06:39-ზე, მთვარე ქალწულშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი

ეს დღე გაიძულებთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. ასევე შეიძლება იდარდოთ თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე. შესაძლოა, მოგიწიოთ დამატებითი ვალდებულებების აღებამ. შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი სამუშაო იყოს.

კურო

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და თუ თქვენი სამუშაო არ შეიცავს რაიმე შემოქმედებითს, შეგიძლიათ იპოვოთ განსხვავებული მიდგომა სამუშაოზე ან თუნდაც სამსახურში ცოტა განსხვავებული გზით წახვიდეთ მრავალფეროვნებისთვის. კარგია კოლეგებთან ერთად ცხოვრების სიხარულზე საუბარი.

ტყუპი

დღეს საოჯახო საქმეები უნდა მოაგვაროთ. მეტი ურთიერთობა გქონდეთ ნათესავებთან, კარგი იქნება წახვიდეთ სტუმრად. კარგია ნივთების მოწესრიგება, რაიმე გემრიელის მომზადება, გულწრფელი საუბარი, იმის გარკვევა, თუ რა აინტერესებს ადამიანებს, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ.

კირჩხიბი

3 სექტემბერი შეიძლება საკმაოდ აქტიური დღე იყოს. უბრალოდ ჯერ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მოაგვარეთ მიმდინარე. მოგზაურობა და კომუნიკაცია სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. კარგი იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ვისთანაც გაბუტული ხართ.

ლომი

დღეს ფულზე ბევრს იფიქრებთ. ზოგი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიმუშაოს, ზოგი - როგორ დახარჯოს, მაგრამ უმჯობესია დღეს არ გადადგათ აქტიური ნაბიჯები ამა თუ იმ მიმართულებით. ეს დღე კარგია მიზნების დასაგეგმად. იდეების ჩასანიშნად, განსახილველად, მაგრამ არა ახალი საქმეების დასაწყებად.

ქალწული

კარგი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. იფიქრეთ თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებზე. დაწერეთ სამოქმედო გეგმა. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, გაიკეთეთ მასაჟი, ივარჯიშეთ ან ეწვიეთ აუზს. მოიშორეთ ის, რაც აღარ გჭირდებათ.

სასწორი

დღე უფრო შესაფერისია დასვენებისთვის, ვიდრე აქტიური მუშაობისთვის. ენერგია ნაკლები იქნება. ამიტომ, გაუმკლავდეთ მხოლოდ ყველაზე გადაუდებელ საკითხებს. დღეს კარგია განმარტოებით მუშაობა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. კრეატიულმა ადამიანებმა შეიძლება განიცადოთ შთაგონების მოზღვავება.

მორიელი

გუნდური მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება. გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან და განიხილეთ სამუშაო საკითხები. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო მოგვარებას. საღამოს კარგია მეგობრებთან ერთად დროის გატარება. დაგეგმეთ რაიმე საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება.

მშვილდოსანი

3 სექტემბერს დიდ დროს დაუთმობთ პროფესიული საკითხების მოგვარებას. დღეს კარგია სამთავრობო ორგანოებთან დაკავშირება და უფროსთან ურთიერთობა. გამონახეთ დრო, რომ დაურეკოთ, ეწვიოთ მშობლებს. ან შეასრულეთ თხოვნა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ. ვინმეს გაუჩნდება სამუშაოს შეცვლის სურვილი.

თხის რქა

კარგი დღეა იმისთვის, რომ იფიქროთ, რითი გსურთ თქვენი ცხოვრების შევსება. შესაძლოა ვინმეს სურს მოგზაურობა ან ან აპირებს უცხო ენის სწავლას, ან ახალი კლიენტების პოვნას. არის შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო შეხედულებები გექნებათ ცხოვრებაზე ან თქვენთვის საინტერესო აქტივობებზე.

მერწყული

დღეს ზოგიერთს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, ფინანსებს. ზოგიერთს მოგინდებათ ბანკის სესხის აღება ან ოჯახის ბიუჯეტის ახლებურად განაწილება. ზოგიერთმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. კარგი დღეა ფსიქოლოგთან, ასტროლოგთან კონსულტაციისთვის, იოგას შესრულება.

თევზები

ადამიანებთან ურთიერთობა დღეს მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით პარტნიორებთან, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად მოწყენილი იყოს. მიეცით დრო, წადით საღამოს სადმე, განიტვირთეთ. მარტოხელებს გაქვთ შესაძლებლობა გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. კარგი დღეა იურიდიული საკითხების განსახილველად.