ავტორი:

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:53-ზე, მთვარე კირჩხიბშია

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ სარკეში ყურებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი

გადადეთ მნიშვნელოვანი პროექტების ან ბიზნესის დაწყება. არ დაიწყოთ არაფერი ახალი დღეს. კარგია დაწყებული სამუშაოს დასრულება, რუტინული საკითხების მოგვარება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

კურო

ეს არის შესაფერისი დრო, რომ გადახედოთ შესრულებულ საქმეებს და დარწმუნდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. დღეს ღიად უნდა გამოავლინოთ გრძნობები და აჩვენოთ თქვენი რეალური ემოციები.

ტყუპი

დღე შესაფერისია რამდენიმე საკითხისა თუ ამოცანის გადასაჭრელად. დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ გაუმკლავდნენ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. გამოხატეთ თქვენი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მხარს გიჭერთ და გეხმარებათ რთულ სიტუაციებში.

კირჩხიბი

დღის განმავლობაში გელოდებათ ბევრი ცვლილება, ახალ წესებზე დამორჩილება. თუ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ სიცივეს იჩენს ან განაწყენებულია, შეეცადეთ გაიგოთ მომხდარის მიზეზი. შეიძლება არ იყოს ის, რასაც თქვენ ფიქრობთ.

ლომი

მიჰყევით თქვენს გეგმას და ნუ შეცვლით მას გარშემო მყოფების ზეწოლით. სასარგებლო იქნება საკუთარ თავში ჩახედვა და თქვენი პრიორიტეტებისა და სულიერი ფასეულობების გადაფასება. ასეთი ანალიზი საშუალებას მოგცემთ გადადგათ ნაბიჯი წინ და ამაღლდეთ შემდეგ საფეხურზე. მოუფრთხილდით საყვარელი ადამიანების გრძნობებს.

ქალწული

ეცადეთ, თავი დააღწიოთ ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში. დღე შესაფერისია მშვიდი მუშაოსთვის, რუტინული ყოველდღიური საქმიანობისთვის. საღამო სახლში გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასწორი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადეთ. მოერიდეთ ჭორებს, ინტრიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს.

მორიელი

ნუ ეცდებით დაამტკიცოთ საკუთარი პოზიცია ან მოიგოთ კამათი კოლეგასთან. დაიკავეთ ობიექტური პოზიცია, გახშირდება ცვლილებები და ეცადეთ მოერგეთ მათ. დახარჯეთ თქვენი ენერგია რაციონალურად. გადაწყვიტეთ მხოლოდ საჭირო საკითხები.

მშვილდოსანი

გამოიჩინეთ შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა. თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ ძველი და რთული საკითხი. მაგრამ ფრთხილად იყავით საქმიან პარტნიორებთან, არ მოახდინოთ მათზე ზეწოლა, რათა მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

თხის რქა

აჩქარება სამსახურში არ გამოგადგებათ, არამედ პირიქით, თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ შეცდომები. დაგეგმეთ და იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე, ეტაპობრივად გადადით მიზნიდან მიზნისკენ. საღამოს სასარგებლოა ემოციური დასვენება, სპორტდარბაზში ან აუზზე წასვლა.

მერწყული

წარსულის წარუმატებლობებზე ფიქრი მხოლოდ უკანსვლას გიბიძგებთ და ენერგიას წაგართმევთ. ფოკუსირება მოახდინეთ მომავალზე, დაგეგმეთ საინტერესო საქმეები, იფიქრეთ პოზიტიურად. შესაძლოა, დღეს უჩვეულო იდეები გაგიჩნდეთ, რომელთა განხორციელებასაც მოგვიანებით შეძლებთ.

თევზები

დღეს მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა: არ იმუშაოთ ძალიან ბევრი, მაგრამ ასევე არ იზარმაცოთ. გადადეთ ცვლილებები მომავლისთვის. ახლა არ არის საუკეთესო დრო ექსპერიმენტებისთვის. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, იყავით რბილი კომუნიკაციაში, დათანხმდით კომპრომისზე.