30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 01:10-ზე, მთვარე კირჩხიბშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; სამსახურის, საქმიანობის შეცვლას; უფროსთან კამათს. ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ქიმიურ პრეპარატებს. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი

შეეცადეთ იმოქმედოთ მშვიდად, გამოთვალოთ თითოეული ნაბიჯები და მოერიდეთ აჩქარებას. მკაფიო გეგმა, რომელიც უნდა დაიცვათ მთელი დღის განმავლობაში, დაგეხმარებათ სამუშაოს ეფექტურად და დროულად დასრულებაში. 30 აგვისტოს ახალი მოკავშირეების პოვნას და მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას შეძლებთ.

კურო

თქვენმა მეოცნებე განწყობამ დღეს შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და მიმდინარე მოვლენების რაციონალურად შეფასებაში. არ ენდოთ სხვებს, შეამოწმეთ ყველა ფაქტი. პირადი გამოცდილება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები. კარგი დღეა შერიგებისთვის.

ტყუპი

კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის. მოახერხებთ თანამოსაუბრის ინტერესის გაღვივებას და თქვენი იდეებისა თუ წინადადებების ნათლად ჩამოყალიბებას. დაუთმეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხებს, დაასუფთავეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. საღამოს წადით საყიდლებზე.

კირჩხიბი

დატვირთული დღეა, ადვილია შეცდომების დაშვება უყურადღებობის გამო. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ, დღეს კი ყოველდღიურ სამუშაოს მეტი ყურადღება დაუთმონ. თუ შესაძლებელია, ბუნებაში, სიმშვიდეში დაისვენეთ.

ლომი

დღეს შესაძლოა საინტერესო იდეები მოგივიდეს კარიერულ ზრდასთან ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 30 აგვისტოს ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ზეპასუხისმგებლობით, შესაძლო რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ყველაზე წარმატებული იქნება თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობისთვის. გაცვალეთ იდეები კოლეგებთან, მოძებნეთ საერთო გადაწყვეტილებები. შესაძლებელია პერსპექტიული შეთავაზება ბიზნესპარტნიორებისგან.

სასწორი

დილა პატარა ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას დაუთმეთ, რომელიც თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს. დღის განმავლობაში სიტუაცია გამოსწორდება და ბევრ მნიშვნელოვან საკითხში წარმატებას მიაღწევთ. წარმატებული იქნება მივლინება, შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა. ნუ ეცდებით საქმეების დაჩქარებას.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რაციონალურად შეხედოთ მოვლენებს. 30 აგვისტოს გჭირდებათ მოთმინება და გამძლეობა, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ. უმჯობესია გადადოთ ოფიციალურ ღონისძიებებსა თუ სამთავრობო დაწესებულებებში ვიზიტი. იყავით უფრო თავაზიანი კომუნიკაციაში.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ყველა პრობლემა მარტივად მოაგვაროთ, არ გაართულოთ სიტუაცია. კომუნიკაცია გაგიადვილდებათ: შეგიძლიათ მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხების განხილვა ან სასიამოვნო საუბარი. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, წადით სადმე უჩვეულო ადგილას, მიიღეთ დადებითი ემოციები.

თხის რქა

ადვილი არ იქნება დამხმარეებისა და თანამოაზრეების მოძებნა. დღეს მნიშვნელოვანია ყველა საკითხის გუნდურად მოგვარება. ფინანსურ სფეროში ფრთხილად იყავით, არ მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. ასევე, არ მოუსმინოთ სხვების რჩევებს.

მერწყული

აქტიური და დატვირთული დღეა ჩვეულებრივზე მეტი სამუშაოთი. ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ ყველა დაგეგმილი დავალება დროულად და კარგი შედეგით. შესაძლებელია მოკლე მოგზაურობა. არ ენდონ ახალგაცნობილებს.

თევზები

დილა ემოციურად დაძაბული იქნება. გარშემო მყოფები გაგაღიზიანებენ, გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა. სიტუაცია საღამოს გამოსწორდება. თქვენი განწყობა შეიცვლება, გსურთ გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი, გააკეთოთ რამე უჩვეულო და მიიღოთ ახალი გამოცდილება.