პარასკევი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:30-ზე, მთვარე ვერძშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებულები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას. კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
ვერძი
დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ღირს მუშაობის დაწყება დიდი ხნის ბიზნესპროექტის განხორციელებაზე, რომელზეც ადრე არასოდეს გყოფნიდათ დრო.
კურო
შესაფერისი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. დღეს სინაზის და ურთიერთსიყვარულის გრძნობები დაგიბრუნდებათ.
ტყუპი
რთული იქნება სამუშაოზე კონცენტრირება და რაიმე სერიოზულის გაკეთება. დახმარებისთვის მიმართეთ კოლეგებს ან ყველაფერი სხვა დროისთვის გადადეთ. თუ რაიმე საინტერესო იდეა მოგივიდათ, არ დაიზაროთ მისი ჩაწერა.
კირჩხიბი
კარგია საოჯახო საქმეების კეთება, დღესასწაულისთვის მომზადება. შეეცადეთ არ აკონტროლოთ ან ზეწოლა მოახდინოთ საყვარელ ადამიანებზე: ეს მხოლოდ გააფუჭებს ურთიერთობას.
ლომი
ემოციურად არასტაბილური დღე. გაგიჭირდებათ თავი შეიკაოთ უხეში განცხადებებისგან ან ქმედებებისგან. მიუხედავად ამისა, გააკონტროლეთ საკუთარი თავი, რათა მომავალში არ ინანოთ.
ქალწული
გაგიჭირდებათ ემოციების შეკავება; ამიტომ შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ კონტაქტი. ინდივიდუალური მუშაობა ნაყოფიერი იქნება თქვენთვის.
სასწორი
ბოლო დროს პარტნიორის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი იყავით, ხშირად აკრიტიკებდით. იყავით უფრო რბილი, გამოიჩინეთ ინტერესი, გამოხატეთ გრძნობები სიტყვებით და მოქმედებებით.
მორიელი
დღეს გააკეთეთ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ, რომ კარგად გამოგვათ. იმუშავეთ კომფორტული ტემპით, აჩქარება ან ზედმეტი დატვირთვა უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე.
თხის რქა
მოგიწევთ არაკეთილსინდისიერებთან შეხვედრა და საკუთარ თავზე უსიამოვნო ჭორების მოსმენა. შეეცადეთ გაარკვიოთ ამ ინტრიგების მიზეზი, რატომ ცდილობენ ადამიანები თქვენთვის ზიანის მიყენებას.
მერწყული
ნაკლებად კრიტიკული უნდა იყოთ სხვების მიმართ. თუ ეს შესაძლებელია, გაატარეთ დღე სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ემოციური ბალანსის აღდგენას.
თევზები
დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იმუშავეთ. მკაფიო სამოქმედო გეგმა მეტად დაგეხმარებათ. თქვენს ახლობლებს შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ და უარი არ უთხრათ.