30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

განიხილეთ მიმდინარე საკითხები კოლეგებთან. მოერიდეთ პარტნიორებზე ზეწოლას, საქმეები მშვიდად დაასრულეთ. საღამო კარგია შეხვედრებისა და დამომავლო გეგმების განსახილველად, მაგრამ არა რომანტიკული ილუზიების შესაქმნელად.

ტყუპი

მოიკრიბეთ ძალები და დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. მოსალოდნელია მოულოდნელი მოგება, სასიამოვნო ყურადღება, საქმეებში დახმარება. გადახედეთ კვების რაციონს, ცხოვრების წესს და უკეთესობისკენ შეცვალეთ იგი.

კირჩხიბი

ზედმეტად ემოციური ხართ, თუ მშვიდად დაკვირვებულად იმოქმედებთ, ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. თუმცა, არ ინერვიულუთ იმაზე, რაც თქვენზე არაა დამოკიდებული. მოერიდეთ საყიდლებსა და სალონებს.

ლომი

მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, ნუ აჩქარდებით, ნუ გაამწვავებთ სიტუაციებს. მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას. ყველანაირი სიახლე, ცვლილება ახალი წლის შემდეგ დაიწყეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებას.

ქალწული

ნაკლები დრო დაუთმეთ წვრილმანებს და მეტი საინტერესო პროექტებისა და იდეების განხილვას. არაფერი სერიოზული დღეს არ წამოიწყოთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა ოჯახში, მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას. ნუ მიირთმევთ ცხიმიან საკვებს. გაუფრთხილდით ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.

სასწორი

მოსალოდნელი სიახლეები მეტ დატვირთვას მოგიტანთ. არ გაამწვავოთ, პირიქით დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოზღვავებული ენერგია ავეჯის გადაადგილებას, ვარჯიშს მოახმარეთ. ეს და მომდევნო დღე სავსეა შეხვედრებითა და დანაპირებით. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ.

მორიელი

სტაბილური სიტუაცია შეიძლება მოულოდნელმა პრობლემამ დაგირღვიოთ. არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გაფრთხლიდით, მოსალოდნელია ტექნიკის მოშლა, ინფორმაციის დაკარგვა. გახსოვდეთ, რაც უფრო დაძაბული იქნებით შინაგანად, მეტ უსიამოვნებას მიიზიდავთ.

მშვილდოსანი

დაძაბულობის მიუხედავად, დღე მაინც წარმატებული გაქვთ. მოერიდეთ კონკურენციას, ინტრიგებსა და კულისებს მიღმა თამაშებს. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, მსხვილ საყიდლებს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თხის რქა

აუჩქარებლად იმუშავეთ. დღეს შეიძლება ადამიანებისგან იმედგაცრუება, ტყუილი იგრძნოთ. მოსალოდნელია წყენა, განშორება. მოერიდეთ დამწვრობას, ფინანსების ხარჯვას. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმიანობაში, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ.

მერწყული

ეს დღე წარმატებულიც იქნება და პრობლემურიც. ნუ გადავარდებით ილუზიებში, ყველაფერს რეალურად შეხედეთ. მოერიდეთ გაუგებრობებს პირად ურთიერთობაში; ხელშეკრულებების გაფორმება და შოპინგს. აკონტროლეთ საქმიანი დოკუმენტები, ჩეკები.

თევზები

თუ მშვიდად იმუშავებთ, ნაკლებს იაქტიურებთ და ყველას არ გამოექომაგებით, ყველაფერს მოასწრებთ. მოერიდეთ დაძაბულობასა და ინტრიგას პირად ცხოვრებაში. ყურადღებით იყავით, დღეს შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით