30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ახლების დაწყებას, სამომავლო გეგმები ხვალ შეადგინეთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან ერთად. მცირე უსიამოვნებებს კონფლიქტში ნუ გადაზრდით.

ტყუპი

ფრთხილას იმოქმედეთ, ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ უცხოელ პარტნიორებს. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა და საუბარი. შეძლებისდაგვარად დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

კირჩხიბი

პრობლემები სწრაფად და სწორად უნდა მოაგვაროთ. ნუ დაისახავთ გრანდიოზულ გეგმებს, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას.

ლომი

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან, არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან. დაასრულეთ საქმეები.

ქალწული

დილიდანვე ჩაერთეთ საქმეებში და დაასრულეთ ისინი. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, კონფლიქტებს. ახლობლებთნ და მეგობრებთან ურთიერთობისას შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ, მაგრამ მათი შესრულება სხვა დროისთვის გადადეთ.

სასწორი

საქმეების მოგვარების პარალელურად შეიძლება სენტიმენტალიზმმა და რომანტიკულმა განწყობამ შემოგიტიოთ. თამამად გამოხატეთ გრძნობები და დადებითი ემოციები.

მორიელი

მოერიდეთ კონფლიქტებს; გაუფრთხილდით ტექნიკას. მთავარი და ძირითადი საქმეები შეასრულეთ და შეძლებისდაგვარად დაასრულეთ ისინი. ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა დეტალი კარგად განიხილეთ.

მშვილდოსანი

დღე დატვირთული იქნება შეხვედრებით, მოლაპარაკებებით ახალი ინფორმაციებით. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ეცადეთ, საღამოს სტუმრებთან ახლობლების საიდუმლოებები არ გათქვათ.

თხის რქა

სასიამოვნო ამბები და შემოსავლის გაზრდა გელით. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და დასკვნების გამოსატანად. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული

დააკვირდით ამ დღეს, გათავისუფლდით ძველი საქმეებისგან, ურთიერთობებისგან. ხვალ ახალმთვარეობაა და ახალი გეგმები უნდა დაისახოთ. ყველაფერს ერთდროულად ვერ მიაღწევთ. ამიტომ, დაისახეთ მიზანი და შეასრულეთ ძირითადი საქმეები.

თევზები

სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე გარშემო მყოფებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით