30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რაც უფრო დაკვირვებულად იმუშავებთ, მით უკეთესია თქვენთვის. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები, რომლებიც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ იქნებით სხვის აზრზე დამოკიდებული, საკუთარი შესაძლებლობებს დაეყრდენით. საღამოს პირადი და საოჯახო საქმეები მოაგვარეთ.

კირჩხიბი

მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. საოჯახო საქმეების გამო ბიზნესის გვერდზე გადადება მოგიწევთ.

ლომი

მაქსიმალური სიმშვიდე გმართებთ. განსაკუთრებით, მანდილოსნებს. სხვა დღისთვის გადაიტანეთ საქმეები, შეხვედრები. მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ქალწული

დღეს განსაკუთრებული ზრდილობიანობა და დიპლომატიურობა გმართებთ. საქმეებისადმი - დაკვირვება. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. უმჯობესია, დაწყებულებში გამოასწოროთ უზუსტობები.

სასწორი

ცვლილებების დღეა. ახალი იდეების განხორციელებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ იქნებით ქედმაღლური და ეგოისტური. არ გაართულოთ სიტუაცია კოლეგებთან.

მორიელი

მოერიდეთ გაუგებრობებს სამსახურში, ურთიერთობებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. მათთან თამაში განწყობას გაგიუმჯობესებთ. სხვა დღისთვის გადადეთ ვიზიტი ექიმთან.

მშვილდოსანი

ცვლილებების დღეა. განსაკუთრებით, კარიერაში. მოერიდეთ რისკს, გართულებებს ურთიერთობებში. ფული მოზომილად ხარჯეთ.

თხის რქა

ყურადღება გმართებთ სამსახურის საქმეებისადმი. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება საქმიან პარტნიორებთან. ფინანსური სიტუაცია რამდენიმე დღეში დაგირეგულირდებათ.

მერწყული

ცვლილებების, ტრანსფორმაციების დღეა. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას. ფული მოზომილად ხარჯეთ. დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

თევზები

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი - სახლშიც და სამსახურშიც, მაგრამ ეცადეთ, დროდადრო დაისვენოთ ხოლმე. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით