30 ივლისი, შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:45-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 22:09-დან
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგი ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი: დილით დაისვენეთ და გამოიძინეთ. საუკეთესო დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
კურო: გაემგზავრეთ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, მოიწყვეთ პიკნიკი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ, რაც შეიძლება ფლირტში გადაიზარდოს.
ტყუპი: მოიწყვეთ დასვენება. შეიძლება გესიამოვნოთ განმარტოება და სიმშვიდეში გამოძინება. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი: მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მოუწყვეთ მათ ექსკურსია ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ ოჯახთან ერთად.
ლომი: სასიამოვნო მოვლენების, სიურპრიზების დღეა. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ, დღესასწაულს მოგიწყობენ.
ქალწული: გამონახეთ საქმიანობა, რომელიც არც დასვენებაში შეგიშლით ხელს და მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. აქციეთ ჰობი შემოსავლის წყაროდ.
სასწორი: გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. შეიძლება მეგობრებთან ერთად ახალ პროექტზე დაწყოთ მუშაობა.
მორიელი: დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით სვლა მიზნების განხორციელებისკენ. დააკვირდით კონკურენტების საქმიანობას, გაითვალისწინეთ მათი შეცდომები.
მშვილდოსანი: პირადი სურვილების ასრულებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. დაფიქრდით, ვის შეუძლია თქვენი დახმარება და მიმართეთ მოურიდებლად.
თხის რქა: შეიძლება მოგინდეთ საცხოვრებელი მისამართის, საქმიანობის შეცვლა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რჩევა ჰკითხეთ თქვენთვის ავტორიტეტ ადამიანს.
მერწყული: დღეს საკუთარი თავის განებივრება მოგინდებათ. გამოიძინეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.
თევზები: სამსახურში ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მოგემატებათ და ეს კარგიცაა, უფრო საჭირო ადამიანად იგრძნობთ თავს. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.