კურო
დაარეგულირეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ეცადეთ ნაკლებად პრეტენზიული და მეტად გულკეთილი იყოთ მის მიმართ.
ტყუპი
ფანტაზიისა და მოხერხებულობის წყალობით ყველაზე რთული საქმიდანაც კი ადვილად დაიძვრენთ თავს და შეიძლება გამარჯვებაც მოიპოვოთ.
კირჩხიბი
დღეს ყველას დარწმუნებას ისე შეძლებთ, რომ შეიძლება ქვეყნის ბოლოს გამოგყვნენ. ეცადეთ, სასარგებლო საქმებისთვის "დააპროგრამოთ" გარშემო მყოფები.
ლომი
მაინცდამაინც დღეს ნუ მოინდომებთ ახალი საქმეების წამოწყებას. რამდენიმე დღეც მოიცადეთ და მერე იმოქმედეთ. ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
ქალწული
ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ, ან თავად ეძიოთ შემოსავლის ახალი წყარო.
სასწორი
სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ნუ გადაუშლით გულს და ნურც შავბნელ საქმეებში აჰყვებით მათ.
მორიელი
საჭირო საქმეების მოგვარებას გარშემო მყოფების დახმარებით შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენთვის შეუძლებალი საქმე არ არსებობს და მხოლოდ ერთი მიზანი გაქვთ – გამარჯვებისკენ.
მშვილდოსანი
უყურადღებობის გამო შეიძლება არასწორად გაიგოთ ახლობლის ნათქვამი, ყურადღება არ მიაქციოთ რჩევას, რაც რაღაც დოზით დაგაზარალებთ კიდეც.
თხის რქა
დღე საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების საკეთილდღეოდ გამოიყენეთ. თუ მატერიალურად არ დაზარალდებით, მონაწილეობა მიიღეთ ვიქტორინებსა და კონკურსებში.
მერწყული
ახალი ნაცნობობა, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ან უკვე არსებულის დარეგულირება გელით. ხანმოკლე, მაგრამ მოვლენებით აღსავსე რომანში გაეხვევით.
თევზები
სასიყვარულო პარტნიორი თქვენს მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი იქნება. შეიძლება ვახშამზე ან კულტურულ ღონისძიებაზე დაგპატიჟოთ. ეცადეთ, მისმა ასეთმა ჟესტმა თავბრუ არ დაგახვიოთ.