ოთხშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 14:57-ზე, მთვარე თევზებშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
ვერძი: ყველა საქმე სწრაფად და წარმატებით მოგვარდება, სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან რომანტიკულ სიურპრიზს დაელოდეთ. კარგი და პოზიტიური განწყობა მთელი დღე გაგრძელდება.
კურო: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. დარწმუნდებით თქვენი სიტყვებისა თუ გადაწყვეტილებების სისწორეში. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, რაიმეს შეცვლა ცხოვრებაში.
ტყუპი: რაც უფრო მეტს ისაუბრებთ სხვებთან საკუთარ იდეებზე, მით მეტი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ მათი განხორციელების. უფროსთან საუბარი კარგ შედეგს გამოიღებს. საღამო დაუთმეთ მეგობრების გარემოცვაში მხიარულებას და შოპინგს.
კირჩხიბი: კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრები და რჩევები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობისა და არასასიამოვნო სიტუაციების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან და ძველ ნაცნობებთან ერთად გაატაროთ დაკავდით საინტერესო საქმეებით.
ლომი: ყურადღება არ მიაქციოთ სხვების უხეშ სიტყვებს ან მათ გამომწვევ ქცევას. დააიგნორეთ უსიამოვნებები და თქვენი განწყობა პოზიტიური დარჩება მთელი დღის განმავლობაში. გააკეთეთ თქვენი მნიშვნელოვანი საქმე და შეინარჩუნონ ღირსება.
ქალწული: ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს. ზოგიერთი რაღაც საშაროს გაკეთებას აპირებს. ეცადეთ, მშვიდად გადაათქმევინოთ. მიახვედრეთ, რომ მეგობრებზე ღელავთ და მათი ასეთი მცდარი გადაწყვეტილება გაგანაწყენებეთ.
სასწორი: კონფლიქტების დიპლომატიურად მოგვარების უნარი უნდა გამოავლინოთ. იოლად შეძლებთ მოჩხუბარი ადამიანების შერიგებას. კარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ დამსახურებულ კომპლიმენტებს.
მორიელი: გადაწყვეტილების მიღებისას და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ორჯერ წაიკითხეთ ყველა დოკუმენტი და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება შეგინარჩუნებთ რეპუტაციას და დაგიცავთ ფინანსური ზარალისგან.
მშვილდოსანი: თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. მეტად გამოავლინეთ პრაქტიკულობა და დაკვირვება საქმეების მოგვარებისას. იუმორს გრძნობა და პოზიტივი დაგეხმარებათ, უსიამოვნებები აიცილოთ.
თხის რქა: ეცადეთ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. საღამო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ, გონება დაასვენეთ.
მერწყული: დღეს თქვენს სიტყვებსა და არგუმენტებს შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს გარშემო მყოფებზე და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. დღეს დაწყებულ საქმეებს გავლენა ექნება თქვენს კარიერაზე და მომავალ პროექტებზე.
თევზები: არ მისცეთ უფლება ემოციებს გავლენა მოახდინონ თქვენს საქმიან გადაწყვეტილებებზე. გააკონტროლეთ გრძნობები. ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ეტაპობრივად მოაგვაროთ დაგროვილი საკითხები. საინტერესო ნაცნობება შეიძლება საქმიან ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.