ახალი პროექტების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.
კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად.
ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი.
სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარე და ნიჭიერია. არ ეყვარება ფიზიკური დატვირთვა. მისგან კარგი მსახიობი დადგება.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვებია: მორიონი და ქრიზოლითი.
მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:35
მთვარე მერწყულის ზოდიაქოში გადავა 17:52
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მერწყულში
გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.