კურო
რომანტიკულ განწყობაზე ხართ. თქვენი პარტნიორი ბედნიერია, მაგრამ სამსახურის საქმეებში ხელი შეგეშლებათ. არ გირჩევთ იმიჯის მკვეთრ შეცვლას, საეჭვო პირებთან ურთიერთობას, საყიდლებს.
ტყუპი
თქვენი კავშირი საყვარელ ადამიანთან "ამერიკულ მთებს" ჰგავს. ეცადეთ, დაარეგულიროთ ურთიერთობა. დღეს "დავიღალე" და "მეზარება" არ გაგივათ. უნდა იმუშაოთ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები.
კირჩხიბი
ხანმოკლე მივლინება, ფლირტი სამსახურში განწყობას გაგიუმჯობესებთ. ენერგიული და ახალი იდეებით აღსავსე ხართ. ნუ გაატარებთ ამ დღეს უქმად. მიხედეთ ჯანმრთელობას. საპირისპირო სქესის ექიმთან ვიზიტი რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ.
ლომი
კარგი დღეა საჩუქრების შესაძენად. როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. ამ დღის განმგებელი თავად ხართ. როგორ განწყობასაც შეიქმნით, დღეც ისე ჩაივლის.
ქალწული
დღეს განწყობის მიხედვით იმოქმედებთ. თუმცა, უმჯობესია, გამონახოთ ისეთი ადამიანი, საშუალება, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ და საქმეების შესრულებაში არ შეგეშლებათ ხელი.
სასწორი
გარშემო მყოფებთან ყველაფერში იდეალურ შეთავსებას ნუ ელით. უფროს უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთლობას.
მორიელი
შეცდომების გამოსწორების დღეა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ არ გაგიჩნდეთ, საქმის დაწყებამდე გაარკვიეთ ანაზღაურების საკითხი. აკონტროლეთ კოლეგები და ახლობლები.
მშვილდოსანი
გარკვეული სამუშაოსთვის შეიძლება ის ანაზღაურება ვერ მიიღოთ, რასაც ელოდით, მაგრამ შრომას არ დაგივიწყებენ და მომავალში ფინანსური სიტუაციაც გამოგისწორდებათ.
თხის რქა
ყველაფრის ერთდროულად მიღება შეუძლებელია. წარმატებას ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ. მეტად ენდეთ გარშემო მყოფებს. თუმცა, საეჭვო პირებთან გულახდილობას არ გირჩევთ.
მერწყული
დღე მშვიდად ჩაივლის და ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის (სამსახურში, პირად ცხოვრებაში) მოგვარებასაც შეძლებთ, თუ სარისკო ქმედებებისგან თავს შეიკავებთ.
თევზები
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს; დაასრულეთ ძველები. ყური დაუდგეთ ოპონენტის მოთხოვნებს და შეეცადეთ, ორივესთვის უპრიანი წინადადება მიიღოთ.