30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ხართ. შეიძლება მიიღოთ საჩუქარი, საჭირო ინფორმაცია. საღამოს მიიპატიჟეთ შინ მეგობრები, იყავით გულუხვი მასპინძელი.

ტყუპი

მეტად გამოავლინეთ ერუდიცია, შესაძლებლობები. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ.

კირჩხიბი

აქტიური და მიზანმიმართული უნდა იყოთ. იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. გვერდითაც ერთგული და გამოცდილი ადამიანები უნდა გყავდეთ.

ლომი

განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ადამიანებთან გელით შეხვედრა. კარგი დღეა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, ექსკურსიისთვის. გულუხვი სპონსორი გამოგიჩნდებათ.

ქალწული

მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ნაცნობებთან და ნათესავებთან.

სასწორი

კარგი დღეა ინტერესეთა, თვალსაწიერთა გასაფართოებლად. შეურიგდით განაწყენებულ მეგობრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე.

მშვილდოსანი

ბავშვებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისას ახალი იდეები გაგიჩნდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.

თხის რქა

საოჯახო საქმეები მეტ პასუხისმგებლობას ითხოვს. ამასთანავე, ყურადღება გმართებთ ინფორმაციისადმი. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს.

მერწყული

მოგზაურობის, გადაადგილების დღეა. შეიძლება მეგობრები, ნათესავები გესტუმრონ. საღამო საინტერესო თანამოსაუბრესთან ერთად გაატარეთ.

თევზები

საოჯახო საქმეები მეტ ყურადღებას ითხოვს. კარგი დღეა საყიდლებისა და მგზავრობისთვის. ყური დაუგდეთ მშობლებს რჩევებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით