ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 20:59-ზე, მთვარე თევზებშია
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას, ალკოჰოლს, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
ვერძი
დღეს გადაწყვეტილების მიღებისას უმჯობესია მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას. შეეცადეთ იყოთ უფრო რბილი კოლეგების, საყვარელი ადამიანების მიმართ, ნუ გააკრიტიკებთ მათ. სახლშიც და სამსახურშიც აკონტროლეთ ემოციები.
კურო
ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. თუმცა, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ კომუნიკაციაში, მოერიდეთ მკაცრ განცხადებებს და გააკონტროლეთ ემოციები. ეცადეთ, არ დაემორჩილოთ სიზარმაცის შეტევებს.
ტყუპი
ნუ ეცდებით ნათესავებისგან რაიმეს დამალვას, ისინი მაინც გაიგებენ. დღეს მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას ახერხებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაისვენოთ და კონტროლი დაკარგოთ იმაზე, რაც ხდება. მოძებნეთ ახალი იდეები და შეადგინეთ სამომავლო გეგმები.
კირჩხიბი
საქმეზე კონცენტრირება და დაკისრებული მოვალეობების სრულად შესრულება გაგიჭირდებათ. არ უნდა იჩქაროთ და ადევნოთ თვალი მოვლენებს. იმუშავეთ საკუთარი ტემპით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.
ლომი
შეამცირეთ საქმიანი აქტივობა და არ ჩაერიოთ ახალი ვალდებულებების მოგვარებაში. ბევრი პრობლემა დღეს თავისით მოგვარდება. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია დაძაბულობა: დროზე ადრე არ უნდა გამოიტანოთ დასკვნები. საღამოს ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს.
ქალწული
სხვები აკომენტარებენ, გაკრიტიკებენ და ამის გამო შეიძლება თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს საკუთარი სუბიექტური მოსაზრება და შეიძლება მცდარი იყოს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას: 31 აგვისტო პასუხის გაცემამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.
სასწორი
ეცადეთ, ამ დღეს არ დაიწყოთ კამათი და არ დაალაგოთ გეგმა. ამ ყველაფერმა შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაგაგდოთ. ახალ პროექტებთან მიმართებაშიც უფრო ფრთხილი უნდა იყოთ. ენერგეტიკული დონე დღეს არცთუ ისე მაღალია და არის შანსი, რომ ნახევრად მიატოვოთ მუშაობა.
მორიელი
გარშემო მყოფები გულწრფელები იქნებიან თქვენთან, გაგიზიარებენ თავიანთ საიდუმლოებებს. მოუსმინეთ მათ, მიეცით კარგი რჩევა, მაგრამ არ უნდა შესთავაზოთ მათი პრობლემების მოგვარება. ნუ მისცემთ ვინმეს უფლებას ზეწოლა მოახდინოს თქვენზე.
მშვილდოსანი
ნუ ჩაერევით იმაში, რაც ხდება, ნება მიეცით გარემოებები თავისთავად განვითარდეს. გააკეთეთ ის, რაც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. დღეს არ უნდა იყოთ ჯიუტი, რათა მიაღწიოთ საკუთარს. თქვენ უბრალოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას.
თხის რქა
ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, უნდა იყოს გააზრებული და დაგეგმილი. დაჩქარებამ ან უზუსტობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. დღეს ასევე კარგია წარსული შეცდომების გამოსწორება. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.
მერწყული
დღე შესაფერისია წარსული საქმეების დასასრულებლად, ყველაფრის მოცილებისთვის, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, იწვევს უარყოფით ემოციებს. გირჩევთ, უკან დატოვოთ ყველა წარუმატებლობა და თავდაჯერებულად გადახვიდეთ ახალ სიმაღლეებზე. იყავით თავდაჯერებული პირად ურთიერთობებშიც.
თევზები
უმჯობესი იქნება დრო განმარტოებით გაატაროთ, ფოკუსირება მოახდინოთ ძირითად საკითხებზე და არავინ შეგაწუხოთ ზედმეტი საუბრებით. ვიღაცა შეეცდება ინტრიგებს დახლართვას. შეზღუდეთ კონტაქტები ემოციური სტრესის შესამცირებლად, დაკავდით ჰობით, იყავით სუფთა ჰაერზე.