31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი, მგზავრობისას კი თავგადასავლები გელით.

ტყუპი

დღის განმავლობაში მეგობრებისგან ან საჩუქარს მიიღებთ, ან მატერიალურ დახმარებას ახლობლებისგან. გამორიცხული არაა, მსხვილი თანხა იპოვოთ.

კირჩხიბი

სიხარული და სტრესი მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. იქ, სადაც წარმატებას მიაღწევთ, იმედგაცრუებაც გელით და პირიქით. არ აჰყვეთ ემოციებს. მშვიდად შეხვდით ყველაფერს.

ლომი

პოზიტიური ცვლილებების დღეა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ნუ მიიღებთ მოულოდნელ გადაწყვეტილებებს ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ქალწული

ყოველმხრივ კარგი დღეა, გამოგისწორდებათ მატერიალური მდგომარეობა, ურთიერთობა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. მთავარია, თავად არ გაართულოთ ყველაფერი.

სასწორი

დღეს კარგი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ, როგორც სამსახურებრივ, ისე პირად საქმეებში, მაგრამ წარმატებისთვის უნდა იბრძოლოთ.

მორიელი

დღეს რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ, ყველაფერში წარმატება გელით. კარგი დღეა სიყვარულის, მოგზაურობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.

მშვილდოსანი

ნაკლებად იფიქრეთ პოლიტიკაზე და მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს.

თხის რქა

მეტად საინტერესო დღე ელით თხის რქებს. შეიძლება გაბუტული წყვილები შერიგდნენ და ყველასთვის მოულოდნელად დაქორწინდნენ, ხოლო დანიშნულებმა კი იჩხუბონ და გაიბუტონ.

მერწყული

ვალდებულებებს ვერ აიცილებთ. სია ჩამოწერეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. შეიძლება მოგზაურებთან ან უცხოელებთან მოგიწიოთ კონტაქტი.

თევზები

რომანტიკული შეხვედრა და გრანდიოზული ავანტიურა გელით. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს წინ დიდი გამარჯვება გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით