კვირა, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 21:52-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 15:55-ზე
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას; ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
ვერძი
თქვენი დღე ძალიან აქტიურად დაიწყება. გექნებათ ძალა და ენერგია საოჯახო საქმეებზე ზრუნვისთვის და ნათესავებთან, მეგობრებთან დარეკვისა და მილოცვისთვის. თუ საჩუქრების ყიდვას აპირებთ, იყიდეთ რამე სტატუსიანი, საინტერესო, რომ ადამიანი ნამდვილად გააბედნიეროთ.
კურო
კუროსთვის დღეს პრიორიტეტი საოჯახო საქმეები და ოჯახი იქნება. ხანდაზმული ნათესავები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, მათგან ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღოთ ან ერთად აღნიშნოთ ახალი წელი. მოემზადეთ იმისთვის, რომ რაღაც მოულოდნელად შეიცვლება: მაგალითად, სადღესასწაულო მენიუ, საახალწლო დეკორაცია, სტუმრების შემადგენლობა.
ტყუპი
დილიდან საქმეები გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს მივლინებები, ზარები, კონტაქტები ან მომავალი დღესასწაულის ორგანიზება. თუ პარტნიორი გყავთ, ის ყველანაირად დაგეხმარებათ. თუ ვერ აცნობიერებს, რომ დახმარება გჭირდებათ, უთხარით ამის შესახებ. შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებები სახლში.
კირჩხიბი
დღეს თქვენი ყურადღება ფულსა და შოპინგისკენ იქნება მიმართული. მთავარია, ბიუჯეტი სწორად გადანაწილდეს, რომ ყველაფერზე გეყოთ თანხა და საახალწლო სუფრაზე ყველა ბედნიერი იყოს. არ დაივიწყოთ საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
ლომი
დღის პირველ ნახევარში შეიძლება იყოთ ცოტა კაპრიზული, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი იქნებით შთაგონებული და დაიწყებთ საახალწლო დღესასწაულისთვის სივრცის მორთვას. ელოდეთ კარგ ამბებს თქვენი შვილებისა და პარტნიორისგან, მათ შორის თქვენი ბიზნესპარტნიორისგანაც.
ქალწული
დილით არ იქნებით ენერგიული. მოგინდებათ მეტად დასვენება. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ენერგია მოგემატებათ და შეძლებთ გაუმკლავდეთ ყველა საახალწლო ამოცანას. ამით განსაკუთრებით გაახარებთ ახლობლებს, რომლებსაც თქვენი ხელმძღვანელობა სჭირდებათ. საყვარელ ადამიანს ან შვილებს შეუძლიათ თქვენი დახმარება.
სასწორი
დილით კონტაქტების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა სადმე წასვლამ მოგიწიოთ. ასევე ელოდეთ ახლობლების ზარებს. განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან მეგობრები და ადამიანები, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. ახალი წლის აღნიშვნა მოგინდებათ მშვიდ, ოჯახურ წრეში.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, წადით მისალოცად და საჩუქრების შესარჩევად, დაეხმარეთ სახლის საქმეებში. დღის პირველი ნახევარი სადღესასწაულო შოპინგისაც დაეთმობა. ენერგიული და პროდუქტიული იქნებით დღესასწაულისთვის მოსამზადებლად. შეხვდით ახალ წელს ახლობლების გარემოცვაში
მშვილდოსანი
დღეს ენერგიული ხართ. დრო გექნებათ ბევრი რამის გასაკეთებლად და კომუნიკაციისთვის. შორიდან ახალ ამბებს მიიღებთ. ზოგი წავა სამოგზაუროდ, ზოგი გადაწყვეტს ახალი წლის აღნიშვნას სახლში, ოჯახსა და მეგობრებში. დაელოდეთ საჩუქრებს, რომლებიც გინდოდათ.
თხის რქა
დილით შეიძლება გეგმის შეცვლამ მოგიწიოთ. ენერგია გამონახეთ მუშაობისთვის სამსახურშიც ან სახლშიც. დღის მეორე ნახევარში მოგინდებათ კონტაქტი ახლობლებთან. საღამოს გაგიჩნდებათ ორიგინალური იდეა რომლის განხორციელებაც გსურთ. მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები.
მერწყული
ახლობლები ან საყვარელი ადამიანი დაგეხმარებიან დღესასწაულისთვის მზადებაში. გააქტიურდებიან თქვენი მეგობრები, ზოგიერთმა შესაძლოა პირადად მოგილოცონ ან დაგირეკონ. ზოგიერთი კი საერთოდ არ იქნებით აქტიურები ახალი წლისთვის სამზადისში. საღამოს გეგმები შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ.
თევზები
დილა მოითხოვს თქვენს ყურადღებას საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე ზრუნვას. თუ მუშაობთ, სამუშაო დღე კარგად ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში თქვენი პარტნიორი მეტ ყურადღებას მოითხოვს, სავარაუდოდ, ერთად დაიწყებთ დღესასწაულისთვის მომზადებას. იმხიარულეთ ახლობლების გარემოცვაში.