31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა საკითხების მოსაგვარებლად და ახლობლებთან საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. მოსალოდნელია მგზავრობა, საინტერესო ადამიანების გაცნობა. საღამოს სასიამოვნო დაღლილობას იგრძნობთ.

ტყუპი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეიძლება სახლის აქსესუარების დამზადება მოგინდებათ. დაგეგმეთ რომანტიკული შეხვედრა. ზოგიერთი საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

კირჩხიბი

კარგი დღეა მგზავრობისა და ინფორმაციის მიღებ-გადასაცემად. ობიექტურად გაანალიზეთ მოვლენები. საოჯახო საქმიანობაში ოჯახის წევრები დაიხმარეთ.

ლომი

კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. დაგეგმეთ შეხვედრები, შეეხმიანეთ ახლობლებს. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. ცოტა ხანში თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ამიტომ ხარჯს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ქალწული

დღევანდელი დღე დაუთმეთ პირადი საკითხების, საოჯახო და სამსახურის საქმეების მოგვარებას. დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

სასწორი

ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან უსიამოვნებებს. თქვენი აქტიურობა სათანადოდ დაფასდება. დღეს დაწყებული საქმიანობა კეთილდღეობას მოგიტანთ.

მორიელი

ჰარმონიული დღე გელით. დილიდან დადებით განწყობაზე იქნებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამოს შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს.

მშვილდოსანი

მხიარულ განწყობასა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ მგზავრობა მეგობრებთან ერთად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთი გარშემო მყოფების შექებას დაიმსახურებს.

თხის რქა

ყველა საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოკიდებთ, წარმატებით განხორციელდება. საღამოს ახლობლებისა და დიდი ხნის უნახავი მეგობრებისთვის წვეულება მოაწყვეთ.

მერწყული

დღეს საკუთარ თავზე იმაზე მეტი უფლება უნდა მისცეთ, ვიდრე ჩვეულებრივ აძლევთ ხოლმე. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

გავლენიანი ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეტი გარჯა მოგიწევთ. კარგი დღეა სექსუალური აქტივობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით