31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 21:46-ზე, მთვარე თხის რქაშია

კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.

ვერძი

უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, შეასრულოთ დაპირებები და, თუ შესაძლებელია, გადაიხადოთ ვალები. მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა განახორციელოთ იდეა, რომელიც დიდი ხანია "დასახლდა" თქვენს თავში, მაგრამ ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება და უკეთესია, თუ ძველი "კუდები" არ გაგიფანტავთ ყურადღებას.

კურო

დღე არ არის შესაფერისი ახალი, განსაკუთრებით გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად და ზოგადად არახელსაყრელია შორეული მომავლის გეგმების შედგენისთვის. ყველა წამოწყება შეიძლება წარუმატებლად ჩავარდეს. უმჯობესია მიმდინარე საქმეებს მოკიდოთ ხელი. არსებობს პერსპექტივების არასწორი შეფასების მაღალი რისკი. ნუ დასახავთ შორსმიმავალ გეგმებს. შეასრულეთ დღევანდელი დავალებები.

ტყუპი

დღე ხელსაყრელია თვითგანათლებისთვის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. არ გირჩევთ სიზარმაცეს, თავს ნუ იმართლებთ დაკავებულობით. გამონახეთ დრო კურსებზე დასასწრებად, ახალი ცოდნა გამოგადგებათ უახლოეს მომავალში. შესანიშნავი დროა სწავლისთვის. იყავი აქტიური. იმუშავეთ მომავლისთვის.

კირჩხიბი

არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები და ახალი პროექტების დაწყება. უმჯობესია, დღევანდელი დღე მშვიდად გაატაროთ, ყოველდღიური, ისიც მსუბუქი, ვალდებულებები შეასრულოთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ენერგიის აღდგენას.

ლომი

თუ საქმეების სასწრაფოდ დასრულება გჭირდებათ, დამოუკიდებლად, თანაშემწეების ჩართვის გარეშე იმუშავეთ. ეს მხოლოდ არასაჭირო აურზაურს შექმნის, რაც მთელ პროცესს შეანელებს. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ. შეასრულეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები. შეადგინეთ დღის გეგმა, რათა ყველაფერი თავად გააკეთოთ.

ქალწული

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვის განწყობას და შეზღუდეთ ურთიერთობა ნეგატიურ ადამიანებთან, რომლებსაც მოსწონთ კრიტიკა და ცხოვრებაზე ჩივილი. ახლა, იმისთვის, რომ დარჩეთ შრომისუნარიანი საჭიროა მხოლოდ დადებითი ემოციები. შეამცირეთ კონტაქტი უკმაყოფილო ადამიანებთან. განწყობის გაფუჭების მცდელობებზე ღიმილით უპასუხეთ.

სასწორი

იზრუნეთ საკითხებზე, რომლებიც არცთუ ისე მნიშვნელოვანია. თუ ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, მაშინ დაუმთავრებელი საქმე მომავალში შეგახსენებთ თავს და ხელს შეგიშლით უფრო გადაუდებელი ამოცანების გადაჭრაში. დღის მეორე ნახევარში სასწორს უნდა მოემზადოს სასიამოვნო შეხვედრისთვის – მოულოდნელად გამოჩნდება შორეული ნათესავი ან ძველი მეგობარი.

მორიელი

ხანდახან უჩვეულოდ უყურადღებო და არასერიოზული ხართ, რაც საბოლოოდ ძვირი გიჯდებათ. გირჩევთ, იყოთ უფრო წინდახედულები, ნაკლებად ენდოთ სხვებს, არ იყოთ გულწრფელები ყველასთან, - ვისაც შეხვდებით ყველას თქვენი გეგმების, მიღწევებისა და წარმატებების შესახებ ნუ მოიყვებით.

მშვილდოსანი

დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ და მეგობრის ან თანამოაზრე ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. თუ სასწრაფო არაა, გირჩევთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სავსემთვარეობის შემდეგ გადადოთ.

თხის რქა

დღეს უსიამოვნო ფიქრები შემოგიტევენ - დროდადრო დაიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რატომ არ მიდის თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ. უნდა გაგახაროთ, დღეს და ხვალ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ მიზნების მისაღწევად მეთოდების არჩევისას. ყველა საშუალება არ არის გამართლებული, თუ სხვების მოტყუებით ცდილობთ სასურველის მიღწევას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიმსახუროთ სხვების მოწონება და პატივისცემა.

თევზები

იგრძნობთ ძალების მატებას და მზად იქნებით მთების გადასაადგილებლად. მაგრამ გირჩევთ, აკონტროლოთ იმპულსები და შეამციროთ დატვირთვა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ სავსემთვარეობის შემდეგ. დღეს მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ და შეძლებისდაგვარად დაასრულეთ.