31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:18-ზე, მთვარე სასწორშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად; საქმეების შესასრულებლად თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. სუსტდება ენდოკრინული სისტემა. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.

ვერძი

ეცადეთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ. მეტად დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო მომენტებზე გადაიტანეთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურდათ. პარტნიორს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება.

კურო

ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა გირჩევნიათ დღე მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ საყვარელი საქმეების კეთებაში. არ გაჩერდეთ შუა გზაზე და დაასრულეთ ყველა ვალდებულება. ყურადღება მიაქციეთ საქმიანობის ყველა დეტალს, ნუ კონცენტრირდებით ერთ რამეზე.

ტყუპი

მცირე დეტალებს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა თქვენი მთელი ბიზნესის შედეგებზე. იყავით ყურადღებიანი წვრილმანებზე, დაუთმეთ დრო, შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო. ზოგიერთმა შეიძლება ვერ გაიგოს თქვენი ემოციური მდგომარეობა და ჩხუბი დაგიწყოთ.

კირჩხიბი

კონცენტრირდით თქვენს საქმეებსა და პრობლემებზე, ნუ მისცემთ რჩევას მათ, ვინც არ გთხოვთ. საკითხების უმეტესობა მოგვარდება უჩვეულო მიდგომით, შემოქმედებითად და არასტანდარტულად. სჯობს გადადოთ საყიდლები.

ლომი

დაზოგეთ ენერგია, იმუშავეთ კომფორტული ტემპით და ნუ აიღებთ ჩვეულებრივზე მეტ პასუხისმგებლობას. კარგი დღეა თქვენს უპირველეს მისწრაფებებსა და სურვილებზე ფიქრისთვის, ახლო მომავლის განვითარების გზის გადახედვისთვის. შეისწავლეთ ახალი ინფორმაცია, გაეცანით კოლეგების გამოცდილებას.

ქალწული

კონცენტრირება მოახდინეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ნუ დაკარგავთ დროს ცარიელ საუბრებზე. ამ გზით დაზოგავთ ძვირფას წუთებს და გექნებათ დრო, რომ ყველაფერი დროულად დაასრულოთ.

სასწორი

თქვენი განწყობა ხშირად იცვლება, რაც გავლენას მოახდენს საქმეების შესრულებაზე. პირად ფრონტზე პრობლემები მოითხოვს სერიოზულ საუბარს და ურთიერთპრეტენზიების გარკვევას. ღია დისკუსია და გადაწყვეტილებების პოვნა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას.

მორიელი

ისევ არსებობს კონფლიქტის რისკი. გრძნობთ, რომ თქვენი ძალისხმევა სათანადოდ არ ფასდება. ამის გამო მუშაობისა და ურთიერთობების დამყარების მოტივაცია სწრაფად გიქრებათ. უმჯობესია დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

დღეს გარკვეული სიტუაციების ან მოვლენებზე ადამიანების რეაქციის წინასწარმეტყველებას ახერხებთ. თუმცა, მიიღეთ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით და არა მხოლოდ თქვენს გრძნობებზე. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანებთან.

თხის რქა

დღე მძიმე და რთულია. სამუშაო ჩვეულებრივზე ნელა წავა. უმჯობესია ყველა საპასუხისმგებლო დავალება სხვა დღეს გადაიტანოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგად მიდის.

მერწყული

შეცდომებისა და არასწორი გამოთვლების თავიდან ასაცილებლად, იმუშავეთ საკუთარი ტემპით, ნუ ჩქარობთ. სურვილი, საქმეები სწრაფად დაასრულოთ, კარგ შედეგს არ გამოიწვევს. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ახალი შეთავაზებები შეიძლება ფინანსურად მომგებიანი იყოს.

თევზები

მოუსმინეთ სხვების საუბრებს, შეიტყვეთ ახალი ინფორმაცია: დღეს შეგიძლიათ გაიგოთ რაიმე მნიშვნელოვანი, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ სარგებელი, კარგი შემოსავალი. ემოციური ფონი ოდნავ ამაღლებულია, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი განწყობა და აკონტროლოთ სიტყვები.