31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ არ გაჯიუტდებით, დაარეგულირებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

ტყუპი

დღეს იდეებსა და ფანტაზიას არ უჩივით. შეიძლება ისე გაერთოთ, რომ პროფესიის, საქმიანობის შეცვლაც მოინდომოთ.

კირჩხიბი

მგზავრობა ან მოგზაურობის დაწყება კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ბუნებაში გასეირნება დაღლილობასაც მოგიხსნით და ახალი იდეებითაც აგავსებთ.

ლომი

გაიხსენეთ ძველი მეგობრები, შეეხმიანეთ ნათესავებს. კარგი დღეა საოჯახო სადილის მოსაწყობად. ძველი ფოტოალბომების დასათვალიერებლად.

ქალწული

საქმიანი შეხვედრები და მივლინებები გელით. არ გაგიჭირდებათ ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვა. მობილიზებული ხართ და რთულ სიტუაციებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს.

სასწორი

დაარღვიეთ სტერეოტიპები, დაისვენეთ და გაერთეთ. სიურპრიზი მოუმზადეთ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანს.

მორიელი

თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დღეს კარგი დღეა შერიგებისა და პატიებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, გაისეირნეთ.

მშვილდოსანი

მეგობრები ან საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ და დღეს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებთ. ახლობლებისგან სასიამოვნო ინფორმაციებს შეიტყობთ.

თხის რქა

ნუ იქნებით ყველას მიმართ გულახდილი, ზოგმა თქვენი საიდუმლო შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

საქმეების გამო დასვენებას ვერც თავად მოახერხებთ და ვერ გარშემო მყოფებს მოასვენებთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის.

თევზები

ყველაფრის დამოუკიდებლად შესრულება გაგიჭირდებათ, ამიტომ დახმარება ახლობლებს სთხოვეთ. შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა და მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით