ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
ვერძი
დღის მოვლენები თავიდან შეიძლება ნეგატიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დადებით შედეგებამდე მიგიყვანთ.
კურო
არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება: ხელსაყრელი პირობები გაჩნდება სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
ტყუპი
გარშემო მყოფებმა შეიძლება დამალვის გარეშე გამოავლინონ შური თქვენ მიმართ. მიუხედავად იმ ნეგატივისა, რასაც თქვენში გამოიწვევენ, არ უნდა გაბრაზდეთ: შურიანი ადამიანების პრობლემებს თქვენთან არანაირი კავშირი არა აქვს.
კირჩხიბი
არ არის საჭირო, უარი თქვათ პროექტზე, რომელზეც ამჟამად მუშაობთ, მისი განხორციელებისას წარმოქმნილი დროებითი სირთულეების გამო: ისინი დროებითია და მალევე მოგვარდება.
ლომი
წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გექნებათ რაიმე განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების იმედი - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
ქალწული
ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დღეს შეიძლება მოხდეს სასიამოვნო ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში. მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალოს ყველაზე ჯადოსნური გზით.
სასწორი
ამბიციური პროფესიული მიზნის დასახვით, არ დაგავიწყდეთ წინასწარ შეიმუშაოთ სტრატეგია და ტაქტიკა მისი განხორციელებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმეს მიაღწიოთ წინასწარი მომზადების გარეშე.
მორიელი
ცდუნება, რომ დღეს მიღებული თანხა წვრილმანებზე დახარჯოთ, დიდი იქნება, მაგრამ არ გირჩევთ ამის გაკეთებას. უმჯობესია, ფული დახარჯოთ საჭირო ნივთებზე და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ვენერა და მერკური რეტროგრადული სვლას დაასრულებენ.
მშვილდოსანი
დღეს შეიძლება მოისმინოთ ყველაზე წარმოუდგენელი ჭორები საკუთარ თავზე, რასაც, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ: უნდა გახსოვდეთ ანდაზა: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ყველას თუ ახსნა-განმარტებას დაუწყებთ, საქმეს ვერ დაასრულებთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, თამამად დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა, მისი სირთულის მიუხედავად. ყველაფერი იდეალურად მოგვარდება და მატერიალური ჯილდოს ოდენობა გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.
მერწყული
დღეს რისკი ნამდვილად შეიძლება გამართლდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სერიოზულად მოეკიდებით და ყველა შესაძლო შედეგს გათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია სასოწარკვეთილი ნაბიჯები არ გადადგათ.
თევზები
ხშირად გესმით ფრაზა: თუ გინდათ, რომ რამე კარგად გაკეთდეს, გააკეთეთ ეს თავად, რაც დღევანდელი დღის დევიზი უნდა გახდეს, რადგან სანდო ადამიანებმაც კი შეიძლება იმედი გაგიცრუონ დღეს, ხოლო ვისაც კარგად არ იცნობთ, მით უმეტეს.