კურო
საქმეების მიუხედავად მეტი დრო დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. გააცანით თქვენი გეგმები. გამოჰკითხეთ მისი და ერთად დაგეგმეთ მომავალი.
ტყუპი
გაგიუმჯობესებათ ფინანსური მდგომარეობა (შეიძლება ნათესავი დაგეხმაროთ, ან ძველი ვალი დაიბრუნოთ). ეცადეთ, მიღებული თანხა სასარგებლო საქმეს მოახმაროთ.
კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. ჰკითხეთ რჩევა და სთხოვეთ ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში დახმარება. შეიძლება ზოგ საგანზე აზრი შეგეცვალოთ.
ლომი
პრობლემებთან გამკლავებაში მოგზაურობა, მისთვის მზადება დაგეხმარებათ. შესაძლებელია დროში მოგზაურობაც, – გადახედეთ ძველ ფოტოებს, ვიდეოჩანაწერებს, გაიხსენეთ ძველი მეგობრები.
ქალწული
დღევანდელ დღეს შეიძლება "შერიგების დღე" ვუწოდოთ. თუ გარშემო განაწყენებული ახლობლები გყავთ, პირველმა გადადგით მათ შემოსარიგებლად ნაბიჯი.
სასწორი
თუ ძალას მოიკრიბავთ და დასახული მიზნისკენ ბრძოლას გააგრძელებთ, წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, მშვიდად და გააზრებულად იმოქმედოთ.
მორიელი
დღეს ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ და თამამად წამოიწყოთ ახალი იდეების განხორცილება. საკუთარი იდეები კოლეგებს, უფროსს გაუმხილეთ და მათი დახმარებით უკეთეს შედეგს მიაღწევთ.
მშვილდოსანი
დღეს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა მოგინდებათ. აუცილებელი არაა ზედმეტად გაისარჯოთ. მთავარია, ხშირად გაიღიმოთ და გარშემო მყოფების მიმართ მეტად ყურადღებიანი იყოთ.
თხის რქა
ცვლილებების დღე გელით. თამამად აიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა, განახორციელეთ ახალი იდეები. დაუმეგობრდით საინტერესო ადამიანებს. განსაკუთრებული წარმატება ელით მათ ვინც, არასტანდარტულად და ორიგინალურად იმოქმედებს.
მერწყული
დღეს გარშემო მყოფთა შეცდომებს ადვილად შეამჩნევთ, მაგრამ ეცადეთ დელიკატურად მიახვედოთ ისინი ამის შესახებ. უმჯობესია დაეხმაროთ კიდეც მათ გამოსწორებაში. გახსოვდეთ, რომ მოვა დრო და მათი დახმარება თქვენც დაგჭირდებათ.
თევზები
საქმეებით დატვირთული დღის შემდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. ნუ ეცდებით ზედმეტი კითხვების დასმას, თანამოსაუბრე თავად მოგიყვებათ ყველაფერს. მთავარია, ყურადღებით მოუსმინოთ.