31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ცოტა უნდა გარისკოთ, თამამად იმოქმედოთ. განსაკუთრებით, თუ ვინმეს მიმართ სიმპათიას განიცდით, პირდაპირ უნდა უთხრათ. ნუ დაუჯერებთ ჭორებს.

ტყუპი

მეგზურად საინტერესო ადამიანი შეგხვდებათ და ინტელექტუალურ თემებზე ისაუბრებთ. პირად ურთიერთობებში ინტრიგებს უნდა მოერიდოთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

დღეს თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამო. მეტად გამოავლინეთ სიყვარული თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი

გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. კარგი დღეა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ქალწული

დრო ოჯახური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. ნუ შეიცვლით მისამართს, ნუ გასცემთ დაპირებებს.

სასწორი

კარგი დღეა გრძნობების ღიად გამოსახატავად. თუმცა, წერილობით არა, შეცდომით სხვას არ მისწეროთ. მოსალოდნელია დამთხვევები, მოულოდნელობები მგზავრობისას.

მორიელი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს, ნუ გახდებით შუამავალო საეჭვო საქმეებში.

მშვილდოსანი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სპორტისა და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ბავშვებთან ერთად გართობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

ინფორმაციის მოძიების, გადამოწმების დღეა. მოერიდეთ ენთუზიაზმის გამოვლენას, ნუ აიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული

კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისა და წვეულების მოსაწყობად. ზოგიერთს ინტერნეტნაცნობობა ელის. საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიიღებთ, მაგრამ ყველას ნუ ენდობით.

თევზები

ილუზიებმა და დაუკვირვებლობამ შეიძლება დაგაზარალოთ. ეცადეთ, არ მოატყუოთ არც საკუთარი თავი და არც გარშემო მყოფები. განიხილეთ სიტუაცია ყველა მხრიდან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით