კურო - დროა, ბავშვებთან ერთად გაატაროთ დრო. მათთან ერთად ითამაშეთ და დაიხმარეთ საოჯახო საქმეებში. მოზომილად ხარჯეთ ფული.
ტყუპი - გულში დარდი და წყენა არ ჩაიდოთ. მიშორეთ ნეგატივი, რომელიც ცხოვრებით ტკბობაში გიშლით ხელს. ესტუმრეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.
კირჩხიბი - თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე დღე გელით. დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და საჭირო ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.
ლომი - საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და გაესაუბრებით, მით აიმაღლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტს.
ქალწული - საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ; შეიძლება ისეთი ადამიანები გაიცნოთ, ვინც პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი იდეების ჩამოწერეთ.
სასწორი - მხიარული და ხალისიანი ხართ და ეცადეთ, არაფერმა გაგიფუჭოთ განწყობა. საინტერესო საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
მორიელი - შედეგს მოგიტანთ ის საქმე, რომელზეც ბოლო თვეები მუშაობდით. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყვეთ.
მშვილდოსანი - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგი დღეა განმარტოებისა და მშვიდ გარემოში დასასვენებლად. თუ რამის შეცვლა გსურთ, დაფიქრდით.
თხის რქა - ენერგიული ხართ და თუ მოისურვებთ, მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების გახალისებას. თუმცა, ვერც ეგოისტობაში დაგადანაშაულებთ ვინმე, თუ საკუთარ თავს დააყენებთ სხვებზე წინ.
მერწყული - დამშვიდდით, ამოისუნთქეთ და დაისვენეთ. არ დაიტვირთოთ თავი მნიშვნელოვანი საქმეებით. უმჯობესია, მეგობრებს ესტუმროთ და დღე მხიარულად გაატაროთ.
თევზები - სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.