4 აგვისტო, ხუთშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:24-ზე, მთვარე 15:42-ზე ესტუმრება მორიელს
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
ვერძი: დაიცავით მუშაობის რეჟიმი. ნუ გაფლანგავთ დროს ტუილად. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. საღამოს მოიწყვეთ კულტურული დასვენება, უყურეთ საინტერესო ფილმს, მოუსმინეთ მუსიკას.
კურო: ახლობლებისგან მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ. გაფრთხილდით, ყველასთან თანამშრომლობას არ გირჩევთ. ადამიანი, ვისაც ენდობით, შეიძლება აფერისტი გამოდგეს.
ტყუპი: მოიმატებს ენერგიულობა, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, მაგრამ ერთდროულად ყველა საქმეს ვერ გაკეთებთ. კარგი დღეა მივლინებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. იყავით დიპლომატიური.
კირჩხიბი: საინტერესო პროექტებში შემოგთავაზებენ ჩართვას, მაგრამ ნურავის ენდობით ბრმად, გადაამოწმეთ ყველა ცნობა და დეტალი. ამასთან, გაარკვიეთ მატერიალური დაინტერესებაც. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას.
ლომი: მოიმატებს თქვენი პოპულარობა გარშემო მყოფებში. სამსახურში იყავით მომართული გამარჯვებაზე. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, კუჭის გადატვირთვას.
ქალწული: ახალგაცნობილების მიმართ მეტი სიფრთხილე გმართებთ, მოერიდეთ უცნობ ადამიანთა ჯგუფებს. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, არაფერი დაკარგოთ. საყვარელი ადამიანი მიმართ იყავით მეტად ლოიალური.
სასწორი: მოსაწყენად ვერ მოიცლით რამდენიმე საქმის ერთად შესრულება მოგიწევთ. შეიძლება სამსახურში კოლეგის შეცვლამ მოგიწიოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც ლამაზად გატყუებენ.
მორიელი: ჩაერთეთ ახალ საქმეებში; თავადაც მოგინდებათ კრეატიული იდეების განხორციელება. დააფასეთ საკუთარი თავი, ნაშრომი. ხშირად, იდეალურად შესრულებულ პროექტებშიც კი ეჭვი შეგაქვთ.
მშვილდოსანი: საქმიანი შეხვედრებისა და მივლინების დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებზე. მიიღებთ საჭირო საბუთებს, ინფორმაციას. მეტად იზრუნეთ მშობლებზე. ხშირად შეეხმიანეთ დღის განმავლობაში.
თხის რქა: ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს. ვიღაცამ შეიძლება თქვენი გულკეთილობით ბოროტად ისარგებლოს. იყავით გულუხვი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების, ახლობლების მიმართ.
მერწყული: დაკვირვებულად მოაგვარეთ უსიამოვნებები საქმიან პარტნიორებთან. მოერიდეთ ინტრიგას, ავანტიურაში გახვევას, ფულიც დაგეხარჯებათ და შეიძლება რეპუტაციაც შეგელახოთ.
თევზები: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ვისთანაც საერთო საქმე გაკავშირებთ. არ გირჩევთ ჭორებში მონაწილეობას. მუშაობისას იყავით დაკვირვებული და თანმიმდევრული. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.